"ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა.

უწყების ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ.

ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ, ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ქრისტე აღდგა" თუ "ქრისტე აღსდგა" - გთხოვთ წაიკითხოთ გულდასმით და ერთხელ და სამუდამოდ დაიცვათ ჭეშმარიტება" - ქართველი ენათმეცნიერის მიმართვა საზოგადოებას

* საქართველო არასდროს უნდა დაემსგავსოს რუსეთს, - არასდროს! - დემურ გიორხელიძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი