"ქრისტე აღდგა" თუ "ქრისტე აღსდგა" - გთხოვთ წაიკითხოთ გულდასმით და ერთხელ და სამუდამოდ დაიცვათ ჭეშმარიტება" - ქართველი ენათმეცნიერის მიმართვა საზოგადოებას

ქართველი ენათმეცნიერი, რედაქტორი სოსო ლებანიძე სოციალურ ქსელში, "ქრისტე აღდგა" თუ "აღსდგა" -სთან დაკავშირებულ თავსატეხზე ვრცელ სტატია-განმარტებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ა ღ დ გ ო მ ა

გთხოვთ, წაიკითხოთ გულდასმით და ერთხელ და სამუდამოდ დაიცვათ ჭეშმარიტება „ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“.

ეს საკითხი ვერც ერთმა ენათმეცნიერმა და ვერც ერთმა თეოლოგმა ვერ ამოხსნა... გადამწყვეტად ვერ უპასუხა ამ კითხვას... მართლმადიდებელნი ორად გაიხლიჩნენ...

ერთნი ამბობენ - „ქრისტე აღდგა!“

"მეორენი კი - „ქრისტე აღსდგა“...

მართლმადიდებელი ქრისტიანი არასწორ მცნებაზე პასუხობს - ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ო !

ეს მცდარი მცნება დომინირებდა (გაბატონებული იყო) თითქმის მთელი სამი საუკუნე.

და არა ოცდაერთი, როგორც ზოგს ჰგონია, რომ სიტყვა „აღსდგა“ უძველესია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს!

აღდგომის დღეებში სისწორის საკითხი მუდამ აქტუალური და საკამათოა.

მეტიც, ხშირად დაპირისპირების საფუძველიც ხდება,  მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და... ეს საკითხი საბოლოოდ გადაჭრილია ჩემს მეცნიერულ ნაშრომში - „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა“. დავადგინე სიტყვა „აღსდგა“-ს არა მართებულობა.

მივხვდი, რომ მხოლოდ გრამატიკული (მორფოლოგია) მტკიცება, საიდანაც ამოდიოდნენ ფილოლოგები, მეცნიერები საკმარისი არ იყო! ეს იყო ზერელე მტკიცება და საქმის მიფუჩეჩება.

ასე ვთქვათ, ვალის მოხდა.

საჭირო კი  იყო სინამდვილის, ჭეშმარიტების ფუნდამენტურად, მეცნიერულად დამტკიცება.

მივხვდი, რომ „ძაღლის თავი სხვაგან იყო დამარხული“... და საჭირო იყო ჭეშმარიტების ძიება... გავითვალისწინე  ყველა ენათმეცნიერის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და დავასკვენი, -  ყველა ვინც კი ამ საკითხს შეეხო, „ჩერდებოდა“ იქ, საიდანაც, პირიქით, ძიება უნდა განეგრძო! წინ ვერ მიდიოდნენ და ამდენად სიტყვა „აღსდგა“ რჩებოდა „იდუმალი“ და ამოუცნობი.

ამიტომაც რას დაარქმევდნენ მას, თუ არა - „ფენომენალური“, „საკრალური“, „მისტიკური“, „ექსპრესიული“ და სხვა და სხვა... ვერავინ ამოიცნო და ამიტომაც „მივიდნენ“ იქამდე, რომ თქვეს, - „მხოლოდ ქრისტეს მიმართ ვიხმაროთო“... აი, საიდან წამოვიდა ბევრის შემეცნებაში ეს მცდარი გაგება! ეს იყო დიდი შეცდომა! საჭირო იყო მეტი ჭვრეტა და განსჯა-ძიება!

საიდან „გაჩნდა“ და „დამკვიდრდა“ ეს „ს“?!. თავისით ხომ არ „ჩაჯდა“ „ა ღ დ გ ა“-ში?! დავუბრუნდეთ „ძაღლის თავს“...

ბოლოს და ბოლოს ვიღაცას და ოდესღაც ხომ უნდა დაედგინა ჭეშმარიტება?

„რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს“. (ლუკას სახარება - 8, 17).

როგორც აღვნიშნე, ფაქტობრივად ვერც ერთი მეცნიერის  ჭვრეტა და აზროვნება ვერ გასცდა გრამატიკას (მორფოლოგიას, - ზმნებს, პირის ნიშნებს...)... ამიტომაც, ავირჩიე ის გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიმიყვანდა...და მივედი ჭეშმარიტებამდე, ანუ არა მხოლოდ გრამატიკა, არამედ, სინამდვილეში განსახილველი იყო

თავად  სიტყვა...  „რამეთუ პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“... მე ეს შევძელი! საკითხი დეტალურად შევისწავლე, განვიხილე, ფაქტებით დავაზუსტე და მეცნიერულად გადმოვეცი - სიტყვა „აღსდგა“ არის ქართული ენისთვის მიუღებელი მახინჯი ფორმა... ეკლესიურად კი მკრეხელური ქრისტესადმი... ამ უსწორო სიტყვის (ზმნის) „წარმოშობა“-„გაჩენა“ ქართული ენის, კერძოდ, ზმნების არასწორმა რეფორმამ ქნა, რომელიც ჩატარდა მეთვრამეტე საუკუნეში და ავბედითად წარმოშვა ეს არასწორი ფორმა, რომელიც „დამკვიდრდა“ „ფონეტიკის წესებისა“ და „ფონეტიკური მოვლენების “მიხედვით, თუმცა, ამავე წესების მიხედვითვე განიდევნა, რაც მეცნიერულად დამტკიცებულია ჩემს ზემოხსენებულ ნაშრომში.

ხალხი ბრძენია, - „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოსჭრაო“...და ასეც მოხდა!...

ანტონ კათალიკოსის რეფორმებმა - მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან თითქმის საუკუნის მანძილზე სალიტერატურო ენის შემდგომ განვითარებას ხელი შეუშალა.

„ყველაზე მეტი ცოდვა კი იყო მის მიერ ზმნებში პრეფიქსების ხმარების წესის დარღვევა, ზმნების გადაგვარება, ზმნებში „ჰ“-სა და „ს“-ს შერწყმა, რაც ახალ ქართულსაც დაღად დაჰყვა“. - აღნიშნავს აკ. შანიძე.

 ყველა ზმნაში, საჭირო იყო თუ არა, გაჩნდა მრჩობელი „ჰს“... იგივე ბედი ეწია „აღდგა“-საც... ანუ „წარმოიშვა“ აღჰსდგა.

„აღსდგა“ უძველეს ხელნაწერებში არსად არ ფიგურირებს, გარდა ანტონისეული „ქართული ღრამატიკისა“.  ეს არის აღჰსდგა-ს „ნაშთი“ და საერთოდაც კი - არამართებული სიტყვა!

როგორც გრამატიკიდან, უფრო სწორად, ფონეტიკიდან ვიცით, საზოგადოდ „ჰ“არის სუსტი თანხმოვანი, იგი „ფონეტიკის წესების“ თანახმად ადვილად ამოვარდა სიტყვა „აღჰსდგა“-დან და დარჩა „აღსდგა“. აი, როგორც იტყვიან და რაც ზემოთ აღვნიშნე - „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ - “ „აღჰსდგა“ – „აღსდგა“... აი, საიდან აღმოჩნდა უძველეს მართებულ სიტყვა აღდგაში ეს „ს“-ნი.

„ფონეტიკის წესებმა“ და „ფონეტიკურმა მოვლენებმა“ ამდენ ხანს „გააძლებინა“ „ს“-ს... ცხადია, „აღდგა“-სთან და „აღჰსდგა“-სთან შედარებით „აღსდგა“ უფრო ადვილად გამოსათქმელია, რადგან  ფონეტიკის მიხედვით „ღ“ და „ს“ ნაპრალოვანი ბგერები (სპირანტები) წარმოთქმისას თანხვედრაში (თანხმობაში) არიან - ერთი მჟღერი სპირანტია, მეორე - ყრუ და „ღ“-დან „ს“-ში გადასვლა ადვილად და მდოვრედ ხდება.

„ფონეტიკის წესებისა“ და „ფონეტიკური მოვლენების“ თანახმად თანხვედრა მოხდა საარტიკულაციო აპარატში (თავად სიტყვაშიც), რამაც გამოიწვია ანტონ კათალიკოსის მიერ ისედაც დარღვეული გრამატიკული წესის გაბატონება და არა ქრისტესმიერი სიტყვის წარმოქმნა, ანუ „ს“-მა მყარად მოიკიდა ფეხი უძველეს მართებულ სიტყვაში „აღდგა“.

ანტონისეულმა მრჩობელმა „ჰს“-მა ა ღ დ გ ო მ ი ს საკითხთან დაკავშირებით თავისი გაურკვევლობით თითქმის დღევანდლობამდე მოგვიყვანა. 

„აღსდგა“-ს დამკვიდრებას ასევე, ხელი შეუწყო ზოგი ენათმეცნიერისა და მწერლის დაუკვირვებლობამ და მართლმადიდებლების შეცდომაში შეყვანამ.

მაგალითად, ს.ხუნდაძე, რომელიც ამბობდა - „ხმა ს აუცილებელ საჭიროთ მიმაჩნია ზმნების სხვადასხვა ფორმებში კ ე თ ი ლ ხ მ ო ვ ა ნ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს.“ ფაქტობრივად ასეცაა, - „ღ“-ს და „ს“-ს თანხვედრამ მოგვცა ჰარმონიული ბგერათკომლექსი - “ღს“ და დაირღვა გრამატიკული წესი, რაც დაუშვებელია და როგორც აბსურდი უარყოფილ იქნა!

სწორედ ამას უსვამდა ხაზს აკ. შანიძე - „არა, კათალიკოზისთვის ამ პრეფიქსს (ცალად ჰ-ს, ტყუპებად ჰს-ს) წმინდა მორფოლოგიური მნიშვნელობა არა აქვს: მისთვის იგი არც S2-ია და არც O3, არამედ რაღაც სამკაული, რომელიც საჭიროა ზმნის ფორმაში ა კ უ ს ტ ი კ უ რ ი შთაბეჭდილების გასაძლიერებლად.

თუ არა ასე, სხვაგვარად ვერ ავხსნით ზმნის ფორმებსა და სახელებში კათალიკოზის მიერ ნახმარ ჰ-ს ან ჰს-ს“. აი, საიდან გაჩნდა „აღსდგა“, ზოგს უძველესი ან პარალელური ფორმა რომ ჰგონია, რაც არამართებულია და უაზრობაა!

ზოგი მწერლისა და პოეტის ვერსიებმაც აგვაცილა ჭეშმარიტების გზას... „აღსდგა“ აქვთ ნახმარი ვაჟა-ფშაველას, ი. გრიშაშვილს, გიორგი ლეონიძეს, ზ.გამსახურდიას... ბევრმა მართლმადიდებელმა იფიქრა, - რახან ზოგი პოეტი და მწერალი (ზოგი არც უკვირდებოდა ამას!) „აღსდგას“ ხმარობს, მართებულიაო...რაც სინამდვილეში არამართებულია!

ისე, რომ პროპონენტების მიერ მწერლებისა და პოეტების ნათქვამებისა და მათი ავტორიტეტის მოშველიება არაფრის მომცემია, რამე თუ ეს ავტორიტეტიანი ადამიანები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ საკითხში კომპეტენტურნი არ არიან. ხალხსა და ქვეყანაში მათი ავტორიტეტი მათი შემოქმედებითაა.

ბევრმა აიტაცა ცხონებული გ.დოჩანაშვილის „ნათქვამი“ ამ საკითხთან დაკავშირებით და დოგმად აქცია.

სინამდვილეში კი რაც მიაწერეს გ. დოჩანაშვილს, ეკუთვნის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელს გ.არგანაშვილს (რაც სულ ახლახან გაირკვა), რომელმაც იოხუნჯა და ეს ნაოხუნჯარი გაავრცელა, მაგრამ  მეტი დამაჯერებლობისათვის  მიაწერეს გ.დოჩანაშვილს. იმ დროს ჩემი მეცნიერული ნაშრომი უკვე გამოცემული იყო და ამდენად ეს ამბავი ჩემთვის მაშინ უცნობი იყო... ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ბ-ნმა ოთარ ნიკოლაიშვილმა, რაზედაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ.

ნაშრომში კი ისევე დარჩა, როგორიც იყო ვერსია...ძალიან ბევრი მართლმადიდებელი კი აჰყვა ამ ილუზიურ ვერსიას და ნამდვილ ჭეშმარიტებას და საქმის რეალურ არსს ვეღარ სწვდება.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველმა ქართული არ იცის... ბევრმა ელემენტარულიც კი...თორემ ამ არასწორ „თეორიას“, ანუ გ.არგანაშვილის ნაოხუნჯარს მიხვდებოდნენ!

ხმა არც ენათმეცნიერებს ამოუღიათ...ალბათ, ცნობილი მწერლის ნათქვამი ეგონათ და მისი ავტორიტეტის გამო არაფერი თქვეს? უფრო მართებულად კი ვრწმუნდები, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ.

დღეს ეს ფაქტი გახმაურებულია ბ-ნ ოთარ ნიკოლაიშვილის წყალობით.

  „აღსდგა“-ს დამკვიდრება-გავრცელებას გარდა მწერლებისა და პოეტების გამონათქვამთა გავლენისა და მათი ავტორიტეტისა, ხელი შეუწყო სხვა ფაქტორებმაც - პროპონენტთა აზროვნებაში მოკალათებულმა მცდარმა მცნებამ... საბჭოთა პერიოდმა...

დაკვირვებით, სწორედ იმ პერიოდში (ბევრი დამეთანხმება, რომ ეს საკითხი „ცოტა მიჩუმათებული იყო“... რასაკვირველია, ამ საკითხს ვეხები და არა ბევრ სიკეთეს...) იყო გაბატონებული „აღსდგა“... ამიტომაც ამბობს ზოგი პროპონენტი, - „ჩემი პაპა, ბაბუა, ბებიებიც და მშობლებიც აღსდგას ამბობდნენ... ამბობენო...“ თქვა ერთმა და გაიმეორა ათასმა...ასეთია ბევრის ბუნება - არ უნდა თქვას და ამბობს, იმეორებს...ამდენად, უძველესი და მართებული სიტყვაა „აღდგა“, რომელიც ასახავს ქრისტეს აღდგომას და ითვლის ბევრ საუკუნეს. ნახსენებია მრავალ უძველეს საეკლესიო ნაწერში!

ლოგიკური აზროვნებითაც (მსჯელობით) ქრისტე არავის ნინ არ აღსდგა. იგი აღდგა - გამთლიანდა სული და სხეული, გაცოცხლდა! და სწორედ ეს არის ძირითადი გაგება, რასაც ჰქვია ა ღ დ გ ო მ ა!

ცხადია, სიტყვა ა ღ დ გ ო მ ა  - ა ღ დ გ ა - დანაა!

აშკარაა, რომ ეს არის მართებული!

ეს არის ჭეშმარიტება, რაც უძველესი საეკლესიო წყაროებითაც დასტურდება, - ნაწამები, ჯვარცმული სხეული უძლური და განმხოლოებული აღდგა, გამთლიანდა, გაცოცხლდა! – „ცხადია, რომ უფლის ა ღ დ გ ო მ ა მისი გაუხრწნელებელი სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი“. - წმინდა იოანე დამასკელი აღდგომის შესახებ და ეს ქვაკუთხედია!

მას ზუსტად და ლაკონიურად აქვს განმარტებული პროცესიც, მცნებაც და აღდგომის არსიც... სწორედაც, ხორცისა და სულის შეერთებამ აღადგინა ქრისტე.„აღსდგა“ კი ქართული ენისთვის მიუღებელი და მახინჯი ფორმაა, რომელიც შეიქმნა ხელოვნურად სამი საუკუნის წინ და არ წარმოადგენს არც ლიტერატურულ (ფილოლოგიურ) და არც ეკლესიურ (თეოლოგიურ) სიტყვას!

ეს სიტყვა საერთოდაც ამოღებულ უნდა იქნეს ქართული ლექსიკიდან, რასაც გაითვალისწინებს “ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისია“.

ასევე, ცვლილებები იქნება შესატანი „ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ და მსგავს წიგნებში, რაც უკვე მითითებული მაქვს ჩემს მეცნიერულ ნაშრომში.

„რუტინა“ დამსხვრეულია! „სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაჰკარგა“ და ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა!

მაშ, ასე მართლმადიდებელნო: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ბ.თ. ეს მეცნიერული ნაშრომი უკვე ორი წელია, რაც დაიბეჭდა, წიგნად გამოიცა.

გაეგზავნა „სახელმწიფო ენის დეპარტამენტს“, სადაც ექსპერტთა საგანგებო სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო ნორმად,  უნდა ეცნობებინათ მთავრობისთვის - გამოქვეყნებულიყო საკანონმდებლო „მაცნეს“ გვერდზე და მინიჭებოდა კანონის ძალა.

ეცნობებინათ ხალხისთვის  ტელევიზიითა და პრესით და დღესაც არ იქნებოდა ეს გაუგებრობა.

მაგრამ ფაქტობრივად, „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“ სხედან უვიცები და არაკომპეტენტურები, მთავრობაც ეტყობა არ აქცევს სათანადო ყურადღებას, თორემ გახსოვთ, „პეტიცია“ გაიგზავნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

--------------------------------------------------------------- დაიბეჭდა ქ.თბილისის ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის ლოცვა-კურთხევითგთხოვთ, ყველას - გაავრცელოთ!

გააზიაროთ და ჭეშმარიტება მოჰფინოთ სამართლმადიდებლოს!

გაიხარეთ!

ამ მცირე სტატიაში, რასაკვირველია, სრული ნაშრომის გადმოცემა შეუძლებელია!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მასალას წიგნში - იოსებ (სოსო) ლებანიძე - „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა“. 2029. პარლამენტის ეროვნულ (საჯარო) ბიბლიოთეკაში", - აღნიშნავს ლებანიძე სოციალურ ქსელი გავრცელებულ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე 

* "თუ თქვენს ტელეფონში Datacomm-ის სახელით მიიღეთ sms, არ გადახვიდეთ იქვე მითითებულ ბმულზე" - პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745949742

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად

საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1745946291

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...

ალექსანდრე ტაბატაძე

1745944517

ახალი ამბები

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...

პარლამენტის საგამოძიებო კომისია

1745942528

ახალი ამბები

ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...

ნიკა მელია

1745941036

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის

„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...

ირაკლი კირცხალია