"ვიქნები ყოველი ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი, მადლობა ნდობისთვის" - ემანუელ მაკრონი გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებს მიმართავს

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის",- ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მეორე ვადა არ იქნება პირველის გაგრძელება.

„ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში", - აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ იგი ყველას პრეზიდენტი იქნება.

„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი.

ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად.

მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს",  - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მან მიმართა იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა ლე პენს მისცა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტმა, უნდა მოძებნოს პასუხი „ბრაზსა და უთანხმოებაზე“, რამაც აიძულა ისინი, ხმა ულტრამემარჯვენეებისთვის მიეცათ.

ცნობისათვის, გუშინ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ემანუელ მაკრონმა ხმათა 58.55%-ით გაიმარჯვა, მისმა მეტოქემ, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენმა კი, ამომრჩევლების ხმების 41.45% მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ემანუელ მაკრონი 57,6% - მარინ ლე პენი 42,4% - ეგზიტპოლის შედეგები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791351053

ახალი ამბები

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთ...

შალვა პაპუაშვილ

1791351008

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები

პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დად...

თენგიზ შარმანაშვილი

1791349190

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდ...

ამინდი ამინდი

1791318892

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ცვლილება შეეხებათ პირებს, რომელთა აქტივები 1 მილიარდ ფორინტს (3.08 მი...

უნგრეთის მთავრობა

1791314987

ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე...

მოძრაობა აკრძალულია