ვიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობდნენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, მთის კურორტების დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა, დაეზუსტებინა, რას მოხმარდებოდა გაზრდილი თანხები.
„ბატონო გიორგი, მოხსენებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა?“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
დეპუტატის კითხვის პასუხად, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ მთის კურორტების განვითარებისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 22 მილიონი წელს დაწყებულ პროექტებს მოხმარდება. მისივე თქმით, გუდაურში ორი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია.
პროექტები მიმდინარე წელს დაიწყო და მომდევნო წელს დასრულდება.
გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალი საბაგიროების მშენებლობა იგეგმება როგორც ბაკურიანში, ისე მესტიაში.
1794558192
ახალი ამბებიდავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის...
1794557619
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან
„აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან“, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრე...
1794556572
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა
„საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ...
1794555409
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას....
1794554530
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მა...































