ვოლსკი: ვენეციის კომისიამ ფუნქცია დაკარგა, გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის - ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს
ჩვენს მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა იგივე ვენეციის კომისიას და როდესაც საკითხს ჩავუღრმავდით, დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს. მათი მსახური გახდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თავის დროზე, საკმაოდ კარგი ინსტიტუტი, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს, ახალ დემოკრატიებს და ა.შ. - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია დატოვოს, აშშ-ის პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს, ვინაიდან ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან საკმაო თანხა იხარჯება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
მისივე თქმით, საქართველოსთან დამოკიდებულებითაც კარგად ჩანს, რომ ვენეციის კომისია ბრიუსელის ბიუროკრატიის დანამატად გადაიქცა, ვინაიდან მათ დასკვნებში არის არა ანალიზი, არამედ პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც "პოლიტიკურ ხელკეტად" გამოიყენება.
"საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რასაკვირველია, ჩვენ ერთი და იმავე მიზეზით არ გამოვხატავთ პრეტენზიას ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვენეციის კომისია რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეხმარება ან მისი დანამატია იმისთვის, რათა პოლიტიკური შეტევა განახორციელოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ, ვგულისხმობთ, რა შენიშვნებიც მივიღებთ სხვადასხვა კანონპროექტთან და შემდეგ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემას ან სხვა საკითხებთან მიმართებაში.
აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან, ან იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ["ნაცმოძრაობამ"], როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც, ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. ამის ანალიზის გარეშე გამოხვიდე და შენი დასკვნა გააკეთო, რასაკვირველია, მიკერძოებაა. შეიძლება ანალიზი გააკეთო და თქვა, რომ დიახ, დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმო, რომ წამებას ჰქონდა სისტემატური და სისტემატური ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მიზეზის გამო, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკი. აქ არ არის ამაზე საუბარი, არანაირი ანალიზი - პირდაპირ "მოხტომა" პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
1768067557
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში
შვედ-ბრიტანელი სტრატეგი და ეკონომისტი მარკ ბროლინი ევროკავშირის ინსტიტუციური დაშლის თვალსაჩინო კრიტიკოსია. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ევროპის ამჟამინდელი დაცემა არ არის გლობალური ცვლილებებით...
1768064430
მსოფლიოილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო დაკავებების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა: რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია, რომ...
1768062010
ახალი ამბებიდავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება. „ვულოცავ პიერ-ა...
1768058013
ახალი ამბებიყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ი...
1768054580
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბ...































