ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ილიაუნის ლექტორის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა დაადგინა - ხოლო სახელმწიფოს 35 000 ევროს ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა

2021 წლის 8 ივლისს, მარიკა წივწივაძის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.

ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს.

ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ 35 000 ევროს ანაზღაურების ვალდებულება, არამატერიალური ზიანის სახით.

განმცხადებელი თალიკო თხელიძეა, მარიკა წივწივაძის დედა. მის ინტერესებს “საფარი” იცავდა.

"საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 13 აპრილს, ჩვენი თალიკო თხელიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ", - აცხადებენ ორგანიზაცია "საფარში".

შეგახსენებთ, რომ მარიკა წივწივაძე 2014 წლის 17 ოქტომბერს, ფაქტობრივმა მეუღლემ სამსახურში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ქალი ფაქტობრივი მეუღლის მხრიდან სისტემატური ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი იყო.

მან სამართალდამცავ ორგანოებს არსებული საფრთხეების შესახებ 2014 წელს სულ მცირე 11-ჯერ აცნობა და ითხოვა დახმარება, თუმცა – უშედეგოდ.

სხვა სიახლეები:

🔵 ზელენსკი: მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს

🔵 "გამოვედით ყველა ცოცხლები ვართ" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793610173

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა. არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 80...

დავით მათიკაშვილი

1793609156

საზოგადოება

ნინო წილოსანი: კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქ...

ნინო წილოსანი

1793605988

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

1793605277

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

ანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1793604729

საზოგადოება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...

ცესკოს განცხადება