ზაზა დობორჯგინიძე მარკ რუტეს განცხადებაზე: ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო - და რა სარგებელი?

„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ამის შესახებ ქართველებსაც აცნობეს.

დობორჯგინიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს, ვინაიდან, საქართველომ ნატოს მისიებში მონაწილეობის, ჯარისკაცების დიდი კონტინგენტის გაგზავნით და რუსეთთან ესკალაციის რისკის გაზრდით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო.

„„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ. ზოგადად, როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი შეეხებოდეს კონკრეტული ორგანიზაციის წევრობას, თვითკოლონიალიზმია, მაგრამ ახლა უკვე კონკრეტული უსაფრთხოების რისკია, რომელიც ოცნებამ შეგვიქმნა. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს. ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო არსებითად. და რა სარგებელი? რუსეთთან ესკალაციის რისკი გავზარდეთ ისე, რომ არსად არ მიგვიღეს და აწი მით უმეტეს აღარ მიგვიღებენ და კიდევ მარკ რუტეა თურმე აღშფოთებული“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764160454

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას

უახლოეს მომავალში გვექნება ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციაც, დაახლოებით ერთ კვირაში განათლების მინისტრი წარადგენს ამ ხედვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამე...

ირაკლი კობახიძე

1764159975

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილი გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შეს...

ირაკლი კობახიძე

1764159961

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები. სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით

ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოება...

ირაკლი კობახიძე

1764158207

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს

საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შ...

ირაკლი კობახიძე

1764157405

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი