ზუკა რურუა: ერთი წლის წინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ჩეხეთი აცხადებდა, რომ ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა, ერთი წლის თავზე კი, თავად გადაწყვიტეს ანალოგიური კანონის შექმნა

„ეს ორმაგი სტანდარტი, რაც ამდენი წელია ჩვენ მიმართ მოქმედებს, არა პარტნიორული, არამედ მტრული დამოკიდებულებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

„ერთი წლის წინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი აცხადებდა, რომ ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა. სწორედ, ერთი წლის თავზე, თავად ჩეხეთმა გადაწყვიტა შექმნას ანალოგიური კანონი. ამიტომ, ეს ორმაგი სტანდარტი, რაც ამდენი წელია, რაც ჩვენ მიმართ მოქმედებს, არა პარტნიორული, არამედ მტრული დამოკიდებულებაა“, - აღნიშნა რურუამ.

სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა - ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762160584

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანი მძიმედ

„ხვალ 4 ნოემბერია, ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა“, - განაცხადა საქართ...

შალვა პაპუაშვილი

1762158626

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიანესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება

ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, ვიდრე არ ვიხილავთ მზაობას დიალოგისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველო...

შალვა პაპუაშვილი

1762158111

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „ლელოზე“: ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის ამ გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით

„ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც პოზიციონირდება თითქოს პრო ბიზნეს პოლიტიკით, გამოდის ამ დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში „ლელო“, - განაცხადა საქართველოს პარლა...

ნინო წილოსანი

1762155779

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში, პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმ...

მარიამ ქვრივიშვილი

1762155297

ახალი ამბები

გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გრძელვადიანი ხედვის რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა