ზუკა რურუა „ჰექსოგენის“ საქმეზე: განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას

„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუამ „დღის ქრონიკაში“ „ჰექსოგენის“ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში არეულობის შექმნას.

„განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. როდესაც ოპოზიცია 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და ნელ-ნელა საქმეები იკვეთება, ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს ყველაფერი ურთიერთკავშირში ამ ფაქტთან.

ჩვენი მოქალაქეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად იცავენ მათ უსაფრთხოებას. იქნებიან თუ არა ახალი ფიგურანტები და რა კავშირშია ეს საქმე ოპოზიციის გეგმებთან, ამას გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.

დღეს კი, როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის" შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757762848

ახალი ამბები

კახა კალაძე ეუთო/ოდირზე: გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას ესმის ეუთო/ოდირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რადგან მიაჩნია, რომ მათ სურვილი არ აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, რაც...

 კახა კალაძე

1757759941

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში

„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, - ა...

კახა კალაძე

1757758421

ახალი ამბები

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე: არც ერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე, ყველამ გაიგოს ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი“, - ასე გამო...

კახა კალაძე:

1757756476

ახალი ამბები

კახა კალაძე: კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტი ცუდია, თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კა...

კახა კალაძე

1757754838

სპორტი

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა, მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, მას ბრინჯაოს მედალი გარა...

ლაშა გურული