ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.
1757764385
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და ბიუჯეტის თანხებით შეეცდება, საკუთარი ჯიბე გაისქელოს, პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა. „ზოგადად, ჩვენი გუნდის...
1757762848
ახალი ამბებიკახა კალაძე ეუთო/ოდირზე: გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას ესმის ეუთო/ოდირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რადგან მიაჩნია, რომ მათ სურვილი არ აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, რაც...
1757759941
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში
„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, - ა...
1757758421
ახალი ამბებიკახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე: არც ერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე, ყველამ გაიგოს ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ
„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი“, - ასე გამო...
1757756476
ახალი ამბებიკახა კალაძე: კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტი ცუდია, თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კა...