ზუკა რურუა რადიკალებზე: ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართაც ბულინგი, როგორ ამუნათებენ, შეურაცხყოფებს აყენებენ. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს აქაც - სხვას აბრალებენ ძალადობას და თავად უარეს ქმედებას სჩადიან

ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართაც ბულინგი, როგორ ამუნათებენ, შეურაცხყოფებს აყენებენ. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს აქაც - სხვას აბრალებენ ძალადობას და თავად უარეს ქმედებას სჩადიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუკა რურუამ ქუჩის აქციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ როგორ უნდათ რადიკალებს, შექმნან დესტაბილიზაცია და მოუწოდონ ხალხს გამოსვლისკენ, არეულობისკენ.

„მათი მიზანია გამოწვევა, რომ თითქოსდა, ამ ქვეყანაში რაღაც დუღილი შექმნან, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ბრძენია, ყველა ნათლად აანალიზებს ამ ყველაფერს და ეს პროვოკაციები წარსულს ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა მომხრე, თანამებრძოლი, ასევე, ქართული საზოგადოება ამას კარგად იაზრებს და ამ პროვოკაციებს ნამდვილად არ ავყვებით.

ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართაც ბულინგი, როგორ ამუნათებენ, შეურაცხყოფებს აყენებენ. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს აქაც - სხვას აბრალებენ ძალადობას და თავად უარეს ქმედებას სჩადიან. ამდენად, ამას მათ მორიგ სპეკულაციად შევაფასებდი ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რურუამ.

მისივე განმარტებით, ქუჩის აქციების დროს უსიამოვნო ფაქტები, თავის ვერ შეკავება ორივე მხრიდან იყო. რურუამ აღნიშნა, რომ დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, გინებაზე გადმოდიოდნენ, რაზეც თავის შეკავება ძალიან რთულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757769271

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს

„ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს ჰპირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას...

ლევან მაჭავარიანი

1757766195

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი განხორციელდა არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული იყო, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ცესკომ პროცესი მაღალ დონეზე წარმართა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები...

ლევან მაჭავარიანი

1757764385

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და ბიუჯეტის თანხებით შეეცდება, საკუთარი ჯიბე გაისქელოს, პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა. „ზოგადად, ჩვენი გუნდის...

არჩილ გორდულაძე

1757762848

ახალი ამბები

კახა კალაძე ეუთო/ოდირზე: გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას ესმის ეუთო/ოდირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რადგან მიაჩნია, რომ მათ სურვილი არ აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, რაც...

 კახა კალაძე

1757759941

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში

„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, - ა...

კახა კალაძე