ზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც ზურა აბაშიძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ინტენსიური სამუშაოების განხორციელებას ამ მიმართულებით.

„მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად გავეცანით კოჯორში დასრულებულ სამუშაოებს, სადაც აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შევუქმნათ უფრო უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, რომელიც უპასუხებს მათ ყოველდღიურ საჭიროებებს“, -
განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პროექტის ფარგლებში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყო ბორდიურები. ინფრასტრუქტურული პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 400 000 ლარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783251596

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა, ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება

 57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლ...

ლევან მახაშვილი

1783249543

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის

 საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს, მაისში დაი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1783247250

ახალი ამბები

მაია ბითაძე: საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, პასუხისმგებლიან პარტნიორად, გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარებისა და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას

 საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის...

მაია ბითაძე

1783245027

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო, იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო, რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიჰყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?

 „იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს“, - წერს გიორგი გამსახურდია ყოფ...

გიორგი გამსახურდია

1783242749

ახალი ამბები

მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად....

„თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა