ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის

 საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს, მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს, მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და გააძლიეროს ფაქტობრივი ანექსია იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება, ან სხვა აქტი თავისთავად ბათილად არის და იქნება ცნობილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „მოსკოვის მექანიზმის“ საკითხზე და აღნიშნა, რომ ამას ეუთოს ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

„ასევე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „მოსკოვის მექანიზმს“ ეხება. მსურს, კომიტეტს ვაცნობო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებას და მის დასკვნებს არ დაუჭირა მხარი ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ. 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. გარდა ამისა, ერთი ექსპერტის მიერ 71 საათში მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. როდესაც ანგარიში ეუთოს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც გამოთქვა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში საბოლოო ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ზოგიერთი მათგანი უკვე განხორციელებულია. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები, ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით. დიდი მადლობა და მოუთმენლად ველით ამ საკითხზე დებატების გაგრძელებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783242749

ახალი ამბები

მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად....

„თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

1783239907

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღისმართლსაწინააღ...

დაკავება, პოლიცია

1783237750

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსა...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

1783235808

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის...

ერთი პირი დააკავა

1783234177

ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ: ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკი