ლევან მახაშვილი: კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა, ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მახაშვილის თქმით, წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს. მისივე განმარტებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება.
„საქართველო კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა ეუთოსთან, თუმცა არ შეგვიძლია, მივიღოთ დასკვნები იმ აშკარა მიზეზების გამო, რომლებიც არაერთხელ იქნა ახსნილი ეუთოს სხვადასხვა, ან შესაბამის ფორმატებში. წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი მეტად შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს, რადგან „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოცემული დებულებები წარმოდგენილია, როგორც მტკიცედ დადასტურებული ფაქტები, მაშინ, როდესაც თავად ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. მაგალითად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ, ვციტირებ, „წამების ზღვარს მიაღწია“. ამგვარი ჩანაწერი თავად „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ამავე რეზოლუციის პროექტის 55-ე პუნქტშიც აღნიშნულია, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. შესაბამისად, მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, მე-20 პუნქტიდან აღნიშნული წინადადება ამოიღოთ, რადგან ის არ შეესაბამება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ფორმულირებას და წარმოადგენს ანგარიშის დასკვნების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი რეგულაციები ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, აქვს საკუთარი საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უცხოური მავნე ჩარევისგან დასაცავად.
„პატარა ქვეყანას, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა და რთული რეგიონული გარემო აქვს, აქვს სრული საფუძველი, შექმნას შესაბამისი სამართლებრივი დამცავი მექანიზმები. ვინმეს კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, მისთვის ძირის გამოთხრა, გარე ზეწოლა, ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება. სწორი გზა არის კანონის კონკრეტული ნორმების განხილვა და მათი სამართლებრივი საფუძვლებით გასაჩივრება. მათთვის, ვინც ამის შესახებ არ იცის, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამჟამად განიხილება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ეს არის სწორი სამართლებრივი გზა და არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა, თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან საბოლოოდ ეს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას დააზიანებს. ამიტომ კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური იარლიყების გამოყენებისგან და სამართლებრივი შეფასება მიანდონ სასამართლოებს, რომლებიც საკითხს მისი იურიდიული არსის საფუძველზე განიხილავენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1783242749
ახალი ამბებიმასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა
მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად....
1783239907
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღისმართლსაწინააღ...
1783237750
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსა...
1783235808
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის...
1783234177
ახალი ამბებივოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ: ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ...































