ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე: ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ
ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის 20%-ით ზრდა თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია. 2026 წელს, ევროკავშირმა რუსეთისგან თითქმის 10 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა.
ოქტომბერში რუსული გაზის მთავარი მყიდველი საფრანგეთი იყო - ქვეყანა ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 70%-ს იღებს. სამეულში შედიან ესპანეთი და ნიდერლანდები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ.
„ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, თუ რამდენად, ბოდიში და, უნამუსოდ იქცევა ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულად, როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას და გვაიძულებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა და გაგვენადგურებინა ჩვენი ეკონომიკა ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ეს, ნუ, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი არის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა სამხედრო ესკალაცია რუსეთთან.
ომის დაწყებიდან დღემდე, თითქმის ნახევარი ტრილიონი ივაჭრეს რუსეთთან ენერგორესურსების მიმართულებით. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ჯამში უკრაინას გაუწიეს დახმარება. შესაბამისად, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან. პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1794559544
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი
„საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან....
1794558192
ახალი ამბებიდავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის...
1794557619
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან
„აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან“, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრე...
1794556572
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა
„საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ...
1794555409
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას....































