მიხეილ ყაველაშვილი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მედია „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობასა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა.
ამასთან, ყაველაშვილის ცნობით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.
„ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობა არსებობს. ეს თანამშრომლობა მრავალ სფეროში ვლინდება. პრეზიდენტ ერდოღანს დიდ მეგობრად მივიჩნევ. ჩვენი პირადი მეგობრობის საფუძველი საქართველოსა და თურქეთს შორის ღრმა მეგობრობა და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობაა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და მსგავსი პოლიტიკური მიდგომები აქვთ. ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული იდენტობის, ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ასევე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
ჩვენი პოლიტიკა ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ყალიბდება. კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ თქვა, ჰუმანიტარული ღირებულებების დაფასება, მათი დაცვა და შენარჩუნება დიდი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1794560018
მსოფლიოირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე თავდასხმა განახორციელეს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ მან ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარი დაბომბა, რაც სექტემბრის დასაწყისიდან სპარსეთის ყურის ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თა...
1794559544
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი
„საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან....
1794558192
ახალი ამბებიდავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის...
1794557619
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან
„აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან“, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრე...
1794556572
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა
„საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ...































