ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ხაბეიშვილი თურმე თანამდებობიდან გადააყენეს არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ „არასვეცკი“ მმართველი იყო და ე.წ. სვეცკი მმართველი მოიყვანეს

„აგენტურის ნებისმიერი განცხადება არათანმიმდევრულია. თავიანთ ლიდერს არათანმიმდევრულობაში თავად ადანაშაულებენ. მათი არაგულწრფელობის არაერთი აღიარება მოვისმინეთ. ხაბეიშვილი თურმე თანამდებობიდან გადააყენეს არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ „არასვეცკი“ მმართველი იყო და ე.წ. სვეცკი მმართველი მოიყვანეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ აგენტურას ცხელი დღეები ჯერ კიდევ წინ აქვს, მათი შიდა პარტიული არჩევნები ახლოვდება.

„ეს ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს გაემიჯნონ. ტალახი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად ზილეს, ერთმანეთს მიახოცონ. სწორედ ამას ემსახურება სააკაშვილის განცხადებები და ვითომ გულწრფელობები, რომელსაც დღეს ვუყურებთ. გულწრფელი აქამდე რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდათ. არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამჭვირვალედ იმართებოდა და მას ბოკუჩავა ან ხაბეიშვილი მართავდნენ. რა თქმა უნდა, პროცესს თავიდან ბოლომდე სააკაშვილი მართავდა.

დღეს, რაღაც პრეზენტაციებს რომ აწყობენ, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მიერ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის, უფრო ცივილურზე და თანამედროვეზე, ესეც მორიგი ტყუილია.

დარწმუნებული ვარ, ესეც ისეთ კრახს განიცდის, როგორც აქამდე იყო. ვურჩევ, ამომრჩეველთან აპლიკაციით საუბარს პირადად ესაუბრონ, უფრო ეფექტური იქნება. ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გადარჩეს. პარტია, რომელიც მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს, იმის ამბიცია ვერასოდეს ექნება, რომ საქართველოში პირველი ოპოზიციური პარტია იყოს“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782898790

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს სთხოვს, პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „...

 დავით მათიკაშვილი

1782898203

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1782895184

ახალი ამბები

„ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს“ - სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ა...

 სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს

1782894979

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბი...

საზოგადოეა

1782893611

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები - პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლო...

დავით ქართველიშვილი