„ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს“ - სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა გრიგოლ გოგოჩაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე, დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
1782894979
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბი...
1782893611
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები - პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლო...
1782893353
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გან...
1782891804
ახალი ამბებიN339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახ...
1782890739
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა
„გახარიასა და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი...































