დავით მათიკაშვილი: მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს სთხოვს, პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული
„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „არასვეცკებად“, როგორ ეძებენ მხარდამჭერებს და ვერ პოულობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცების“ ბელადის პირიდან ნათქვამმა „ნაცმოძრაობის“ ბოლო ჟამმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ საქართველოში ამ დეგრადირებული პარტიის ადგილი არ არის.
„პროცესი, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს ლოგიკური დასასრულია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რასაც ატარებდნენ და რაც დესტრუქციული ოპოზიციის გაქრობით უნდა დასრულდეს. აგენტურული ქსელი, რასაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს, უცხოეთიდან იმ ფინანსებით ვეღარ მარაგდება, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.
ქართულმა კანონმდებლობამ აგენტურას თავიანთი ჯიბეების შევსება გაურთულა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს პირდაპირ სთხოვს. პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული. ეს ყველაფერი ღრმა ჭაობს აჩვენებს, სადაც სააკაშვილი და მისი პარტია იმყოფებიან.
ხარჯების გაღებას საკუთარ მხარდამჭერებს სთხოვენ, ამას მათხოვრობა ჰქვია, რათა თავად შეიქმნან უკეთესი პირობები. როცა ნიკა გილაური სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო, ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. დღეს, სააკაშვილი მის წარუმატებლობას ვის აღარ აბრალებს და ვისზე აღარ ცდილობს სიმძიმის გადატანას.
სალომე ზურაბიშვილი აღარ მოსწონს, კარგად გვახსოვს, მასზე ფსონი როგორ იყო დადებული, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხაზი გაეტარებინა, რაც საქართველოს ომში ჩართვას და აქ მძიმე ვითარების გამოწვევას გულისხმობდა. სააკაშვილი ტყუილს იტყვის თუ მართალს, პასუხს ვინ მოსთხოვს, ტყუილებით არის გაჯერებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...
1782900638
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა დადებითად შეაფა...
1782900590
მსოფლიოძლიერი შტორმი რუმინეთში - დაიღუპა 1 ადამიანი, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტსა და 20 ოლქს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. წერს „როიტერი“. როგორც მედია წერს, შტორმს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით სახლი და მანქანა კი დაზიანდა. საგანგებო სიტუა...
1782899125
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ვატიკანის მიერ იმიგრაციის საკითხზე გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება შემაშფოთებელია და ამას არ ვეთანხმები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ იმიგრაციასთან დაკავშირებით ვატიკანის შეხედულებებს არ ეთანხმება და მას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აღსანიშნავია, რომ პაპმა ლ...































