შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს აფრიმ გაშის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.
აფრიმ გაშიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპია.
მისი თქმით, ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს ერთმანეთის შესახებ - მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეტი გაიგონ საქართველოს მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები. აფრიმ გაშიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად, ევროკავშირის მხრიდან უფრო კონკრეტული, პროგნოზირებადი პროცესის მოლოდინი აქვს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მთავარი მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს, ხოლო ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.
შალვა პაპუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.
აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ განხილვები, აგრეთვე, გაგრძელდეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
აფრიმ გაშიმ შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მოიწვია.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა.
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...
1782900590
მსოფლიოძლიერი შტორმი რუმინეთში - დაიღუპა 1 ადამიანი, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტსა და 20 ოლქს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. წერს „როიტერი“. როგორც მედია წერს, შტორმს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით სახლი და მანქანა კი დაზიანდა. საგანგებო სიტუა...
1782899125
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ვატიკანის მიერ იმიგრაციის საკითხზე გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება შემაშფოთებელია და ამას არ ვეთანხმები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ იმიგრაციასთან დაკავშირებით ვატიკანის შეხედულებებს არ ეთანხმება და მას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აღსანიშნავია, რომ პაპმა ლ...
1782898790
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს სთხოვს, პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული
„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „...































