ზვიად შალამბერიძე: ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ახალ-ახალი დაპირისპირება ხდება.

„ამბობდნენ, რომ რეგიონებში აქტიურები იქნებოდნენ, თუმცა მათი ერთი-ორი დახურული შეხვედრა გაიმართა. დარწმუნებული ვარ, დაპირისპირება არც პირველი და არც უკანასკნელია. დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყნის სიყვარული არ აერთიანებთ და მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ.

ვფიქრობ, პირველი, ვინც ამ ალიანსს დატოვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. მგონი, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობენ, რათა იმ ტალახიანი წყლიდან ამოვიდნენ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთები დედა პარტიის შვილები არიან და მისგან შორს ვერ წავლენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784195057

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაე...

ცოტნე ანანიძე

1784193681

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე...

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

1784192161

მსოფლიო

უკრაინაში თავდაცვის მინისტრის, ფიოდოროვის გადაყენების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფიოდოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობ...

აქციები უკრაინაში

1784191080

საზოგადოება

მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა

10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე...

მარტვილის კანიონი

1784189652

საზოგადოება

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხ...

თურქმენეთის პრეზიდენტი