ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო
„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რა ტრილიონებზეა საუბარი ცოტა გაუგებარია. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი მალე დასრულდეს და ის ტრანშები, რაც უკრაინის დასახმარებლად იქნება, სამწუხაროდ ისიც სესხები იქნება ისევე, როგორც 2008 წელს, ომის შემდეგ რა ტრანშებიც წამოვიდა, იმ სესხების პროცენტებს დღემდე ვიხდით, როდესაც იმ ფულის დიდ ნაწილი „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა პირდაპირ ჩაიჯიბეს.
რაც შეეხება გვარამიას წამოცდენას, ეს არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს, ამდენი წლის განმავლობაში სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო.
გვარამიას და დანარჩენ აგენტებს, ერთი მხრივ სურდათ, რომ თავიანთი გარე უფროსებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერს უსიტყვოდ შეუსრულებდნენ და მეორე მხრივ, ფულის ინტერესიც ჰქონდათ, როდესაც დანგრეული საქართველო უნდა დამდგარიყო ფეხზე და ტრანშები უნდა გადმორიცხულიყო მას შემდეგ, რაც აქ დაიღუპებოდა ძალიან ბევრი ხალხი და ქვეყანა ფაქტობრივად არ იარსებებდა. შემდეგ უკვე იმ ტრანშებზე აპირებდნენ ხელის მოთბობას, ისევე, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1784198354
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდ...
1784196957
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,...
1784195458
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა
მმართველი გუნდის დეპუტატის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ტრილიონად და სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორე...
1784195057
საზოგადოებაცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაე...
1784193681
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე...



























