პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებული ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1784191080
საზოგადოებამარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა
10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე...
1784189652
საზოგადოებაპრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხ...
1784189017
საზოგადოებაგლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ...
1784187253
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს
ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრე...
1784186936
მსოფლიოThe Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს
ნეონაცისტი, რომელიც აცხადებს, რომ ტრანსგენდერია, გერმანიაში ქალთა ციხეში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილია გენდერული თვითიდენტიფიკაციის კანონმდებლობის დაცინვაში, - ამის შესახებ ინფორ...


























