უკრაინაში თავდაცვის მინისტრის, ფიოდოროვის გადაყენების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფიოდოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფიოდოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფიოდოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა იგორ კლიმენკოს, შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს შესთავაზა.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მიხაილ ფიოდოროვის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზელენსკის „მარტივად არ მიუღია“. მან ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ აღარ შეუძლია შეეგუოს თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის არსებულ მუდმივ კონფლიქტს. პრეზიდენტმა ცალკე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიოდოროვმა ვერ განახორციელა მის მიერ დაპირებული მობილიზაციის რეფორმა. გამოცემის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფიოდოროვს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.
1784186936
მსოფლიოThe Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს
ნეონაცისტი, რომელიც აცხადებს, რომ ტრანსგენდერია, გერმანიაში ქალთა ციხეში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილია გენდერული თვითიდენტიფიკაციის კანონმდებლობის დაცინვაში, - ამის შესახებ ინფორ...
1784186299
მსოფლიოზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს. რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით...
1784185137
საზოგადოებასაექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა. სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ...
1784183883
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დაკავებული მამაკაცი...
1784182171
სპორტიმსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება
2026 წლის 19 ივლისს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება. მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი იბრძოლებენ. არგენტინელებმა ნახევარფინალში 2-1 ინგლისი დაამარცხეს, ხოლო...


























