გია ვოლსკი: მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილის ფორუმში მონაწილეობა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ამერიკისთვის მნიშვნელოვანია
„ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მათთვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, როგორებიცაა უსაფრთხოების სფერო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული განხილვები.
„საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. ეს გზები ახლაც გადის, თუმცა მასშტაბი გაცილებით დიდი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია. იყო სხვა თემებიც, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები, ახლახან ამ თემაზე ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა.
გვახსოვს აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება ექნება. ეს კეთდება არა ვინმეს ნიშნის მოსაგებად ან კეკლუცობისთვის, რომ აშშ-თან ვმეგობრობთ და საერთო პოზიციებს ვავითარებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, აშშ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
„მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილი ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ფორუმზე ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
1784192161
მსოფლიოუკრაინაში თავდაცვის მინისტრის, ფიოდოროვის გადაყენების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფიოდოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობ...
1784191080
საზოგადოებამარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა
10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე...
1784189652
საზოგადოებაპრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხ...
1784189017
საზოგადოებაგლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ...
1784187253
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს
ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრე...


























