ემიგრაცია: „რა რთულია ერთდროულად იყო შინ, გარეთ და სამსახურში... იყო დედა, დიასახლისი და თან გაუძღვე ბიზნესს, რომლის დაარსებაც დამოუკიდებლად, მარტომ, ყველას დახმარების გარეშე შევძელი“

მოგეხსენებათ, რომ დღეს ათი ათასობით ქართველი ცდილობს ემიგრაციის გზით თავი დააღწიოს ეკონომიკურ კრიზისს, სიდუხჭირეს და სხვა საჭიროებებს, რომელთა ხელმისაწვდომობაც საკუთარ სამშობლოში ვერ შეძლეს. მზარდი ემიგრაციის ფონზე, მიმღებ ქვეყნებში არსებული დიასპორა ინტეგრაციის პროცესს იწყებს და ქმნის სხვადასხვა სოციალურ თუ მომსახურების სფეროს სივრცეს.
იტალიური და ინგლისური ენების და ინფორმატიკის მასწავლებელი, თარჯიმანი, ვიქტორია ცუხიშვილი, სწორედ ის ემიგრანტი გახლავთ, რომელმაც ყველა ბარიერი გადალახა და იტალიაში, ქალაქ ბარში სასწავლო ცენტრი „ვიქტორია“ დააარსა, რომელიც ფუნქციონირებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს დაიწყებს.
უცხო ქვეყანაში პროფესიული და ამავდროულად საკუთარი საქმიანობის წამოწყება დიდ ძალისხმევასა და რესურსს საჭიროებს, თუმცა არსებობს მეტად უხერხული ფენომენი, რომლის შესახებაც ვიქტორია ცუხიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
„რა რთულია ერთდროულად იყო შინ, გარეთ და სამსახურში... იყო დედა, დიასახლისი და თან გაუძღვე ბიზნესს, რომლის დაარსებაც დამოუკიდებლად, მარტომ, ყველას დახმარების გარეშე შევძელი. რა რთულია, როცა ადამიანები შორიდან გიცქერენ, გაკვირდებიან და არიან იმის მოლოდინში რა მოხდება... როცა იმედი აქვთ, რომ ამ რთულ საქმეს ადამიანი მარტოკა ვერ გაართმევს თავს... როცა ელოდებიან როდის დაეცემი, რომ გაიხარონ... როცა ხელს არავინ გამოგიწვდიბს და სხვათა შორის მაინც არ გკითხავს: "როგორ ხარ? დახმარება ხომ არ გინდა?" ... რა რთულია, როცა იცი ყველას ნიღბის მიღმა არსებული რეალური სახე... რა რთულია გაუძლო ამდენ სიცივეს და უგულობას... და მაინც, პირობას ვდებ რომ გავუძლებ ყველა სირთულეს, გავუძლებ და შევძლებ ყველაფერს, რაც კი მაქვს ჩაფიქრებული. ვერავინ და ვერაფერი გამტეხს!“ - წერს ვიქტორია.
საკითხს, რომლის შესახებაც სასწავლო ცენტრის დამაარსებელი წერს, ემიგრანტებისთვის არახალია. სამწუხაროდ საემიგრაციო საზოგადოებაში ხშირად ფიქსირდება მხარდაჭერის ნაკლებობა და წარმატებული ან რეალიზებული ემიგრანტების მიმართ ერთგვარი ჩუმი პროტესტი. ნაცვლად იმისა, რომ დიასპორამ ხელი შეუწყოს ემიგრაციაში არსებული ქართული თემის განვითარებას, მონდომებით ცდილობენ ზიანი მიაყენონ პიროვნებას ან მის საქმიანობას.
რა ფენომენთან გვაქვს საქმე, ამაზე მსჯელობა მკითხველისთვის მიმინდვია.
ავტორი: ხათუნა შარაძე. იტალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!!!! ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი გაიხსნა
📌 ვისაც იტალიური ენის სრულფასოვნად შესწავლა სურს, - თქვენთვის სიახლეა!
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...