ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - სად და როდის უნდა შეავსოთ განაცხადი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება, ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

"პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება:
• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• გორი, სამების ქ. N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.geდეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://idp.gov.ge/statement-118/ " , - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1756188550

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში +32 გრადუსი დაფიქსირდება.  ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +25 - წვიმ...

ზოგადი

1756186578

ახალი ამბები

დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. მეტროსადგურში მუშაობა 07:0...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“

1756184873

ახალი ამბები

ნინო ლაცაბიძე: ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები

რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რუსთავის მოქმედმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. „ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართუ...

ნინო ლაცაბიძე

1756154695

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება

 „დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა. როგორც...

კახიანი

1756153395

მსოფლიო

ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძარია - ისმის აფეთქებების ხმა

 ჰამბურგში მდებარე პორტთან ახლოს მასშტაბური ხანძარია, ისმის გაზის ბალონების აფეთქებების ხმა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტომობილს გაუჩნდა. „ნამსხვრევები მთელ ავტომაგ...

ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძარია - ისმის აფეთქებების ხმა