ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასცა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №332 დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული. დადგენილება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში.
მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის შესახებ. მეპატრონემ კომპენსაცია უკვე მიიღო.
საქართველოს მთავრობის №332 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ფერმერებს:
• რომელთა პირუტყვი იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით;
• ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე;
• ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;
• კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციისა და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1756189678
ახალი ამბებითბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც მაღაზიებია განთავსებული. მათივე ცნობით...
1756188550
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში +32 გრადუსი დაფიქსირდება. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +25 - წვიმ...
1756186578
ახალი ამბებიდღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. მეტროსადგურში მუშაობა 07:0...
1756184873
ახალი ამბებინინო ლაცაბიძე: ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები
რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რუსთავის მოქმედმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. „ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართუ...
1756154695
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა. როგორც...