„ნუ ეხებით ემიგრანტებს, თავისი გასჭირვებიათ , ელემენტარული ვიზიტის დაჯავშნა არ იციან საკონსულოში“ - რას წერს თენგო თორდია

თენგო თორდია სოციალურ ჯგუფ „ქართველები თურქეთში / Gürcüler Turkiy'de“ გამოქვეყნებულ პოსტს პასუხი, ემიგრანტების მხარდამჭერი წერილით გასცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„აქ პოსტია #წერექართულად და ზუსტად ამ პოსტი გამო ვწერ ახლა ამას.

ქართველი ემიგრანტების საშუალო ასაკი 40 - 60 წლამდეა.  "ალბათ" ქართველების 80%-მა საერთოდ არც კი იცის ელემენტარული სმარტფონების გამოყენება. ქართული ენის ინტეგრირება სმარტფონებში მოხდა ძალიან გვიან, რამაც ხელი შეუშალა მათთვის გამოცდილების ადრეულ ასაკში მიღება.

მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ საერთოდ შესაძლებელია თუ არა კლავიატურის პარამეტრებიდან ქართული ანბანის გადმოწერისა, ან სულაც რას ნიშნავს "ზ" ასოს გვერდით მდებარე ისარზე, ანუ Shift-ზე რომელიც გვეხმარება - ჭღთშჟძჩ ასოების დაწერისათვის.

ასობით და ათასობით ხალხზე მაქვს, სოციალური ქსელი გახსნილი, არ იციან ელფოსტის დანიშნულება, საათის გასწორება, WiFi-ის გაზიარება, ელემენტარული ვიზიტის დაჯავშნა არ იციან საკონსულოში, რომლებიც 100 ლირას იხდიდნენ და ალბათ ახლაც იხდიან 2 წუთიანი ველის შევსებაში. არ იციან ჰესკოდის აღება და მათი ისთანბულ ქარდზე ინტეგრირება და კიდევ მრავალი. და იცით რატომ ჩამოვთვალე ამდენი? იმიტომ რომ ეს შეუძლებლად მიაჩნიათ. ჰგონიათ რომ ამას მათი გონება ვერ გასწვდება.

ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა დავიწყე ხალხს რომ უაზროდ ფული არ გადაეყარათ, ესეც იმიტომ რომ ელემენტარული არ იცოდნენ, ასობით ხალხი მიმატებდა, შვილო მე ვერ ვიზამ თუ იცი დამეხმარეო. ანუ ვერც ვიდეო გაკვეთილებიდან ვერ იგებდნენ ვერაფერს.

ემიგრანტებს თავისი გასჭირვებიათ, ნუ ეხებით და არავინ შეგეხებათ. ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ ყველაფერს.
გაიგეთ ხალხო რომ ადამიანის გონებას ნუ აკნინებთ თანამედროვე ტექნოლოგიების ვერ სწავლა გაგებით რაც არ უნდა ძალიან ელემენტარული იყოს და ნუ შეურაცხყოფთ, როდესაც მათ უპატივცემულობაში ადანაშაულებთ, რომ ისინი ქართულად შეგნებულად არ წერენ და რამე არ იციან.“ - წერს თენგო თორდია. 

მსგავს თემებზე:

📌 91 წლის იტალიელი ჯინა, იღბლიანი ემიგრანტი და საშობაო სუფრა ქართველებისთვის - სამი ამბავი იტალიიდან

📌 „რა ბედნიერება და სიამაყეა, როცა ემიგრანტ დედას ამაგი დაუფასდება“ - გამარჯვების ისტორია

📌 ორმა „ბადანტემ“ 3000 -ევროიანი ჩანთა მოიპარა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე