„საფრანგეთი არაა ვალდებული დაგვაბინაოს ევრორემონტიან სახლში, გვაჭამოს, გვასვას და გვაცხოვროს“ - ჟურნალისტი საფრანგეთიდან
საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, სოფიო ბასილაშვილი, საფრანგეთში მყოფი ან ემიგრაციაში წასვლის სურვილის მქონე პირთა საყურადღებოდ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბასილაშვილი, თავის პოსტში იმ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის ცოდნაც საფრანგეთში ე.წ. „ლტოლვილის სტატუსით“ თავშესაფრის მიღების სურვილი მქონე პირებს გამოადგებათ.
,,ყველა აეწყო ვინც ჩამოვიდა ვინ დარჩა აუწყობელი”
👉 თქვენ ჩაგიბარებენ, როგორც ტოლვილი, მაგრამ არავინ მოგცემთ სახლს, მოგცემენ 10კვადრატს საცხოვრებელს საერთო აბაზანით, ტუალეტით და სამზარეულოთი.
👉 თქვენი რეალური თუ არარეალური პრობლემები უკვე არავის სჯერა, ისე მოგექცევიან როგორც მათ აწყობთ.
👉 თქვენ მუშაობის უფლება არ გაქვთ, მაგრამ თუ დიდ ქალაქში იცხოვრებთ ნახავთ რამეს (შავად)
👉 თქვენ გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა 100% დაფინანსებით, ასევე მედიკამენტებზე.
საკვებს მოგცემენ კვირაში ერთხელ, ყველაფერს რასაც მალე ვადა გასდის. (ვერ მოიმარაგებ)
გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოწერილი პირობები და გახსოვდეთ!
საფრანგეთი არაა ვალდებული დაგვაბინაოს ევრორემონტიან სახლში, გვაჭამოს გვასვას და გვაცხოვროს.
ამიტომ პრეტენზიების გამოთქმა არ შეგიძლიათ. თანახმა და მადლობელი იყავით რასაც მოგცემენ.
გაითვალისწინეთ საქმის დასრულება ხდება 3,6 თვეში ან უკიდურესს შემთხვევაში ცოტა დაგვიანებით, საქმის დასრულების შემდეგ გიწყდებათ დახმარება და ასევე საცხოვრებელში ცხოვრების უფლება.
,,ყველა აეწყო ვინ დარჩა აუწყობელი” - სხვა გზა აღარ გრჩება უნდა აეწყოთ, როცა ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს იტან.
ბინის ქირაობა არის ურთულესი, სამსახურის შოვნაზე რთული!
უბრალოდ მინდა ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და იცოდეთ.
როცა საერთო საცხოვრებელს ბინას ეძახით, იცოდეთ, როგორია საცხოვრებელი პირობები და ზოგადად პირობები.
წარმატებები ყველას! ჩავამატებ, ვინც სამკურნალოა არც დაფიქრდეს ისე ჩამოვიდეს“ - წერს სოფიო ბასილაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რა არის PEC-ი? - ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის
📌 ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამა
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































