„თუ მთლად მგლობას ვერ შეძლებ, მისი ტყავი მაინც უნდა მოირგო, რაღაცნაირად უნდა მოახერხო და შეურთდე ამ “ხროვას“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

13 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში წასული, ემიგრანტი რიმა ასკურავა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.

„სოფელში, ჩემი სახლის უკან ტყეა, ტყე სადაც თითქმის მთელი ბავშვობა გავატარე. რომელ მხარესაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა მხარეს მშვიდად ვგრძნობდი თავს. შესისხლხორცებული მქონდა იქაურობა.

ერთი ადგილი ცოტა მაშინებდა, სადაც ეკალი ისე იყო შეზრდილი ბუჩქებსა და ხეებში რომ ხვრელს ჰგავდა, შავი ნისლით სავსე ხვრელს. ბნელოდა იქ, ალიონზეც კი არ აღწევდა მზის სხივი, ცოტა მეშინოდა მაგრამ მიყვარდა აქ გაძრომა, ამ გზით და კლდეზე გამავალი საცალფეხო ბილიკით ვხვდებოდი ამ ტყის ბინადარ, ყველაზე მხცოვან და ძლიერ მუხის ხესთან.

ხშირად ვაკითხავდი მუხას, ძალიან ხშირად, საათობით შემეძლო მასთან ერთად ყოფნა, სახლობანას ვეთამაშებოდით, ხანდახან დავალებას ვაკეთებდით ერთად, კლასგარეშე ლიტერატურა მოგვწონდა ძალიან.

ყველა ჩემს პრობლემებს ვუყვებოდი, ვეუბნებოდი რომ ქვემოთ “გზაზე” მგლები ცხოვრობენ, არ ესმით ჩემი და არავინ მიჯერებს რომ მეც ისეთივე ვარ როგორებიც თვითონ არიან. ამ კლდიდან რა ლამაზად ჩანს მათი მოძრაობები, ალბათ ფიქრობ რომ ყველა მოცეკვავეა…

მეც რომ აქედან ვუყურებდე, მეც შენსავით ვიფიქრებდი რომ ძალიან კარგად ცეკვავენ. შენ რა ბედნიერი და ძლიერი ხარ სახლი რომ აქ გაქვს, თან არაფრის გეშინია, ამ კლდეზე ასე მარტო დგახარ და სახლში ხარ. ასე შორიდან ხედავ მათ და ახლოდან არასდროს დაგინახავს მათი “მოძრაობა” და თვალები.

არა, იქ ქვემოთ, ბევრმა არ იცის ცეკვა… იქ, ქვემოთ, ფართო გზაზე თუ მგელი არ გახდი ვერ გადარჩები, თუ მთლად მგლობას ვერ შეძლებ, მისი ტყავი მაინც უნდა მოირგო, რაღაცნაირად უნდა მოახერხო და შეურთდე ამ “ხროვას”.

იქ ბრძოლაა, ბრძოლაში შესრულებული მოძრაობებია ასე ლამაზად რომ ჩანს. ყველა ჩართულია ამ ბრძოლაში, იქ ყველა რაღაცას ვუმტკიცებთ ერთმანეთს. უნდა გადარჩე, დაამტკიცო რომ ისეთივე ხარ და მერე გახდები ამ “ხროვის” წევრი.

მიგიღებენ თუ არა მაგას არავინ გკითხავს, მათ კანონს უნდა დაემორჩილო. არ უნდა შეგამჩნიონ, რომ შენც გაქვს სიცილის უფლება, რომ “ბავშვი” ხარ და თავაწეულმა წინ უნდა იყურო და ისე იარო, რომ “უპატრონო” არ ხარ, რომ შენც შეიძლება გიყვარდეს…

და თუ ისე არ მოიქცევი როგორც “კანონში” წერია, ყმუილს იწყებენ… საშინელ ყმუილს, ყურებზე თუ ხელი არ აიფარე შეიძლება დაყრუვდე…

იქ ქვემოთ, ფართო გზაზე სიარული უფრო ძნელია ვიდრე აქ შენთან მოსასვლელ კლდეზე ამ შავი ნისლით სავსე ხვრელში გამოძრომა, აქ ამოსვლა არ მიჭირს, იმ სწორ გზაზე სიარულია რთული ჩემთვის.

იქ ისეთი სხვანაირი ვარ, მგლის ტყავში გახვეული, ნაკლებად ვიცინი - არ მოსწონთ ჩემი სიცილი.

ისე კარგად ვარ შეფუთული, ყველას სჯერა რომ - “უპატრონო” ვარ. ვერ მამჩნევენ რომ მიყვარს - ჩემთვის ჯერ სიყვარული არ შეიძლება.

ეგ კი არა თავსაც ვერ ვაბრუნებ თავისუფლად. ერთი რაც არის და ვერ შევნიღბე - თავაწეული სიარულია, ხო აწეული თავით დავდივარ და წინ ვიყურები, უკან კისრის მობრუნება მიჭირს.“, - წერს რიმა ასკურავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „რატომ წამოვედით? ჩემი შიშების გამო ალბათ…. ვინც მიცნობთ კარგად იცით, რომ სასწაულად მეშინია ციხის და მეშინია სიკვდილის“- რატომ წავიდა ემიგრაციაში რიმა ასკურავა

🔵 „წამოვედი ფარ-ხმალ დაყრილი და იმ მუნჯი ბიჭივით, გუშინ რომ გამეტებით ულაწუნებდნენ სახესა და ტანზე და მეც იმ ბიჭივით ვღმუოდი...“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ემოციური წერილი

🔵 „უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია“ - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი