1 მაისი გაზაფხულისა და მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც სათავეს 1886 წლიდან იღებს
პირველი მაისი გაზაფხულისა და შრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
პირველი მაისი ოფიციალურ ეროვნულ დღესასწაულად არის აღიარებული 86 შტატში, თუმცა მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: შრომის დღე, გაზაფხულის დღე, მშრომელთა საერთაშორისო დღე და ა.შ.
ამ დღეს სათავე 1886 წელს დაედო, როდესაც პირველ მაისს ჩიკაგოში, აშშ-ში მშრომელთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მისმა მონაწილეებმა 15-საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად 8-საათიანი სამუშაო დღე მოითხოვეს, თუმცა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და აქციას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა.
ხელისუფლების დავალებით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მასიური ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ასობით მომიტინგე დაიღუპა. გარდაცვლილთა ხსოვნისა და მათი უფლებების დასაცავად, მუშები მთელ მსოფლიოში 1 მაისს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, ეს დღე კალენდარში შრომის დღედ იქცა.
მეორე საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც პარიზში 1889 წელს გაიმართა, გადაწყვიტა 1 მაისს ეწოდოს მშრომელთა სოლიდარობის მსოფლიო დღე - ჩიკაგოს მშრომელთა ხსოვნისადმი, რომლებიც იყვნენ პირველები, ვინც არსებული სისტემის წინააღმდეგ აჯანყდნენ. კონგრესზე გადაწყდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება ყოველწლიურად 1 მაისს გამოვიდნენ აქციებზე სოციალური მოთხოვნებით, ანუ მოხდა შრომის დღის ოფიციალური სახელმწიფო დონეზე აღიარება.
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე პოლიტიკური მიტინგებიდან თანდათან საყვარელ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა და მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე ერთგულად აღნიშნავენ.
1 მაისის რეგულარულად აღნიშნავენ საბერძნეთშიც. პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ათენი კვლავ მორთულია ყვავილებით, დაგეგმილია საბავშვო სპექტაკლები და მუშათა ბრძოლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
აქვე შეგახსენებთ, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აწყობენ. დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს მეტრო (1, 2 და 3 ხაზები) და ტრამვაი.
ავტობუსები და ტროლეიბუსების თანამშრომლები გაიფიცებიან, სამუშაო გრაფიკის დილის და ღამის საათებში, ისინი მუშაობას დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 20:00 საათზე დაასრულებენ.
ასევე საინტერესოა
🔵1 მაისს ათენის მეტროს და ტრამვაის თანამშრომლები გაიფიცებიან - როგორ იმუშავებს ავტობუსები?!
🔵"სარკეში ვიყურები და თავს ლამაზად ვგრძნობ"- როგორია იოანას ცხოვრება თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ?!
1791292748
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...
1791292143
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1791290924
ახალი ამბებიპროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...
1791290318
საზოგადოებაპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1791288794
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...




























