"ობით და ტარაკნებით სავსე ოთახში გვეძინა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო" - რას ჰყვებიან კუნძულზე დასაქმებულები ?!

საბერძნეთში, როგორც ემიგრანტებისთვის ასევე ბერძენი ახალგაზრდებისთვის ზაფხულში კუნძულებზე მუშაობა, თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა როგორც ირკვევა სამუშაო პირობები ყოველთვის როდია ისეთი, როგორსაც დამსაქმებლები ჰპირდებიან. 

ბოლო რამდენიმე დღეა ბერძნულ მედიაში, აქტიურად დაიწყო, კუნძულებზე განსაკუთრებით კი მიკონოსზე, უკიდურესად  მძიმე სამუშაო პირობებზე საუბარი.

ეს გამოხმაურება, ახალგაზრდა გოგოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც დაიჩივლა, რომ  კუნძულზე მუშაობის პერიოდში სამი თვის განმავლობაში მანქანაში ეძინა. ასევე მიკონოსზე დასაქმებული სხვა გოგონა კი ჰყვება, რომ კუნძულზე მუშაობის პერიოდში მას და კიდევ სხვა თანამშრომლებს ტარაკნებით და ობით სავსე პატარა ოთახებში უწევდათ ცხოვრება. 

თანამშრომელმა, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა კუნძულზე, mykonoslivetv-ს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა,  რაც ნამდვილად შოკის მომგვრელია. 

ახალგაზრდა ქალის თქმით, 3 თვის განმავლობაში იძულებული იყო ღამით მანქანაში დაეძინა რადგან, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული სახლი, გარდა იმისა, რომ ძალიან შორს იყო, იყო ნესტიანი, ავეჯი კი თაგვებს ჰქონდათ შეჭმული. და ყველაზე წარმოუდგენელი, მასთან ერთად, კიდევ 4 მის თანამშრომელ კაცს უნდა ეცხოვრა. 

გოგონა სახელად მარია ჰყვება,  რომ ამ პირობებში ცხოვრებას მანქანაში ძილი ამჯობინა. როგორც ამბობს, ტანს პლაჟზე განთავსებულ საშხაპეებში იბანდა და საკუთარ ტანსაცმელს კაფეტერიის ტუალეტში რეცხავდა.  

მარია ასევე აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა მას არც გამომუშავებული თანხა გადაუხადა სრულად მიუხედავად იმისა, რომ დამატებით საათებს, დასვენების დღის გარეშე მუშაობდა. 

 მიკონოსში მიღებულ მძიმე სამუშაო გამოცდილებაზე კიდევ ერთმა გოგონამ ისაუბრა ტელეკომპანია OPEN -ზე. 

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება. ოთახები ძალიან პატარა იყო, სადაც 2 ან 3 თანამშრომელი ცხოვრობდა, ძალიან ნესტიანი, ობით და ტარაკნებით სავსე. ბანაობის დროს ობს ტანიდან "ვეტექსით" ვიშორებდი. ოთახში აუტანელი სიცხე იყო და არც კონდიციონერი არ გვქონდა"- ამბობს ახალგაზრდა ქალი და აღნიშნავს, რომ კვება კიდე ცალკე საკითხია, რადგან დამსაქმებელი, დღეში ორ ან სამჯერადი კვების პირობას დებს და შემდეგ კი რეალურად დასაქმებული იძულებული ხდები რომ საჭმელზე თავად იზრუნო, რაშიც ხელფასის ნახევარზე მეტი იხარჯება. 

ასევე საინტერესოა

🔵"სარკეში ვიყურები და თავს ლამაზად ვგრძნობ"- როგორია იოანას ცხოვრება თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ?!

🔵1 მაისიდან საბერძნეთში სამოგზაუროდ ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

🔵საბერძნეთში, სუპერმარკეტიდან დაბრუნებულ ქალს სახლში მძარცველები დახვდნენ "ქამარი კისერზე მიაბეს და ფულს სთხოვდნენ"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი

1795800099

ახალი ამბები

პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგ...

ირაკლი კობახიძე