ათენში, ბერძენ და ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საბერძნეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ასოციაციის ორგანიზატორობით, 8 მაისს ათენში, ბერძენი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 14 მაისამდე გასტანს.
გამოფენის საზეიმო გახსნას, საელჩოს უფროსი მრჩეველი, დეა მუმლაძე დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას, საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"2022 წლის 8 მაისს ათენში მარუსის მუნიციპალიტეტის ‘’ბერძნული კერამიკის ცენტრში’’ ბერძენი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი საბერძნეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ასოციაცია გახლავთ (Panhellenic association of literature & art- PELT).
გამოფენაში, რომელიც 14 მაისამდე გასტანს, ქართველ მხატვართა დიდი ჯგუფია წარმოდგენილი, მათ შორის: მანანა ცერცვაძე, სოფია ბელთაძე, ქეთი უძილაური, თამარა ელიკაშვილი, ლია არსენაშვილი, ირინა ძამაშვილი, ნინო ძამაშვილი, თამო გითოლენდია, მაკა ზურაბაშვილი, ქეთევან კავილაძე, ნინო ხარატიშვილი, ნონა კოკაია, ფიქრია კოხოძე, მარიკა ქვლივიძე.
ღონისძიების ფარგლებში საელჩოს წარმომადგენელმა და ქართველმა მხატვრებმა ისაუბრეს ხელოვანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობა.
დეა მუმლაძემ ქართველ მხატვრებთან ერთად განიხილა მიმდინარე წლის განმავლობაში მათი საქართვლო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს ჩართულობისა და ქართველი ნიჭიერი მხატვრების თანადგომისთვის.
გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს ორგანიზატორების მიერ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
მსურველებს შეუძლიათ ექსპონატების დათვალიერება შემდეგ მისამართზე:
ბერძნული კერამიკის ცენტრი, კიფისიის გამზირი N 207, მარუსი." - ნათქვამია საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე საინტერესოა
🔵კიევში საბერძნეთის საელჩომ მუშაობა განაახლა
🔵"მოვკალი იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა"- ამბობს 53 წლის კაცი, საკუთარი 2 შვილის დედაზე
ასევე საინტერესოა
🔵"მოვკალი იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა"- ამბობს 53 წლის კაცი, საკუთარი 2 შვილის დედაზე
1791901140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...
1791900196
ახალი ამბებისაპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...
1791898216
საზოგადოებაპარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...
1791896903
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1791896373
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...

































