ჯორჯინას და მელინას გარდაცვალება ერთი და იგივე მედიკამენტით არის გამოწვეული - საზარელი შემთხვევა საბერძნეთში
საბერძნეთში, 3 არასრულწლოვანი დის გარდაცვალების გამოძიების საქმე დასასრულს უახლოვდება.
ბერძნული მედია საქმის გამოძიების ახალ დეტალებს ავრცელებს, სადაც ბავშვების გარდაცვალების მიზეზის ყველაზე სავარაუდო ვერსიაა წარმოდგენილი.
კერძოდ, ჯორჯინასა და მალენას ღვიძლში აღმოჩენილი დაზიანებები, ცხადყოფს, რომ ორივე ბავშვი ერთი და იგივე ნივთიერებით იყო მოწამლული, თუმცა ერთი განსხვავებით: ჯორჯინას შემთხვევაში გამოყენებული, მომწამლავი მედიკამენტის (რომელსაც ჩვენ განზრახ არ ვასახელებთ) დოზა ძალიან დიდი იყო, რამაც მისი გარდაცვალება დაახლოებით 10 წუთში გამოიწვია. ხოლო მალენას შემთხვევაში კი იმავე ნივთიერების რაოდენობა გაცილებით მცირე იყო, რის შედეგადაც პატარა გოგონამ კიდევ საათ-ნახევარი იცოცხლა.
ამგვარად, მალენას სხეულმა მოახერხა მისთვის მიწოდებული მედიკამენტის მეტაბოლიზაცია, რის შედეგადაც ის ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევებში არ გამოვლენილა.
უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გამოძიება, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიების, გამოკვლევების პასუხებს ელოდება, რომელსაც პროფესორ ნიკოლაოს რაიკოსის გუნდი ჩაატარებს.
როგორც ცნობილია ამ კონკრეტულ ლაბორატორიას გააჩნია სპეციალური ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ნივთიერებათა აღმოჩენის ძალიან მაღალი მგრძნობელობა, რის შედეგადაც მას მომწამვლელი ნივთიერების მინიმალური კვალის აღმოჩენაც კი შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სამი მცირეწლოვანი და 3 წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში გარდაიცვალნენ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა საეჭვო ვითარებად მიიჩნიეს და საქმის გამოძიება დაიწყეს.
მოპოვებული სამხილების თანახმად, დგინდება რომ ბავშვების გარდაცვალება არაბუნებრივი გზით იყო გამოწვეული მთავარ ეჭვმიტანილად კი გოგონების 33 წლის დედა რულა პისპირიგუ მოიაზრება, რომელიც ამ ეტაპზე კორინდალოს ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
დედის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების დროს გარდაცვლილი 9 წლის ჯორჯინას სხეულში აღმოაჩინეს, სწრაფი მოქმედების ზოგადი საანესთეზიო საშუალება, რომლის დიდი დოზით მიღებას, ადამიანის მოკვლა რამდენიმე წუთში შეუძლია.
ასევე საინტერესოა
🔵"მოვკალი იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა"- ამბობს 53 წლის კაცი, საკუთარი 2 შვილის დედაზე
🔵ათენი - თესალონიკი 4 საათზე ნაკლებ დროში - ახალი მატარებელი 15 მაისიდან ივლის
1791907290
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე: „ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“
ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ გრანტების კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ილაპარაკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ დასკვნაში მითითებულია, თითქოს ეს კანონი ხელს უშლის ოპოზი...
1791904052
ახალი ამბები„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა
„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა: ✅10:00-13:00 - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ✅10:00-18:00 - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სა...
1791901140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...
1791900196
ახალი ამბებისაპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...
1791898216
საზოგადოებაპარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...






























