დღეიდან საბერძნეთი ნორმალურ ცხოვრების რიტმს უბრუნდება - ქვეყანაში შემოსასვლელად მხოლოდ პირბადე გჭირდებათ
საბერძნეთში დღეიდან, 1 მაისიდან, შიდა და საერთაშორისო ფრენებზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებიდან მხოლოდ პირბადის გამოყენება რჩება სავალდებულო მოთხოვნად. ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა აეროპორტების შიდა ტერიტორიაზე, ბორტიდან ჩამოსვლისას, მოსაცდელ ადგილებში და ასევე ფრენის დროს.
დღეიდან საბერძნეთში შემოსასვლელად ტურისტებს აღარ მოუწევთ, კოვიდ სერტიფიკატის წარდგენა.
ასევე, დღეიდან საბერძნეთში უქმდება ვაქცინაციისა და გადატანილი დაავადების დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოყენება, ხოლო არავაქცინირებულ თანამშრომლებს ევალებათ კვირაში 2 - ის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ სწრაფი ტესტის გაკეთება.
🔸 რესტორნებში და გასართობ ცენტრებში აღარ იქნება შეზღუდვა კლიენტების რაოდენობაზე.
🔸ქვეყანაში შესასვლელად აღარ არის სავალდებულო Covid pass- ის წარდგენა.
🔸 არავაქცინირებული დასაქმებული პირები, სამსახურში გამოსაცხადებლად კვირაში 2-ის ნაცვლად მხოლოდ 1 სწრაფ ტესტს გაიკეთებენ. ( აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება საავადმყოფოებისა მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს, სადაც არავაქცინირებული თანამშრომლები კვლავ 2 ტესტს გაიკეთებენ)
🔸კვირაში 2 -ის ნაცვლად მხოლოდ ერთ სწრაფ ტესტს გაიკეთებენ ასევე მასწავლებლები და ლექტორები.
🔸31 ივნისამდე პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ დახურულ სივრცეში. მოიხსნება თუ არა ეს ვალდებულებაც 31 ივნისიდან გახდება ცნობილი.
ასევე საინტერესოა
🔵გაფიცვები და აქციები საბერძნეთში - დასაქმებულები მშრომელთა დღეს აღნიშნავენ
🔵1 მაისი გაზაფხულისა და მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც სათავეს 1886 წლიდან იღებს
🔵"სარკეში ვიყურები და თავს ლამაზად ვგრძნობ"- როგორია იოანას ცხოვრება თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ?!
1791288794
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...
1791287484
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან
მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტი...
1791286956
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე: დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...
1791286909
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო. „მათთვის ძალიან მნიშვნე...
1791284474
საზოგადოებანინო წილოსანი: ფრანგ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს ახსენდებათ ის კრიტიკული განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე აკეთებდნენ
როდესაც ძალადობრივი აქციები მიმდინარეობს, სახელმწიფოს უწევს კონკრეტული ძალის გამოყენება. სწორედ ამ ძალის გამოყენებას ვხედავთ, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. დეპუტატმა კომე...





























