კატის მიმართ სასტიკად მოპყრობის კადრები - როგორ ხსნის საკუთარ საქციელს ახალგაზრდა კაცი?

ბერძნულ მედიაში გავრცელებულმა შოკის მომგვრელმა ვიდეომ, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში ჩანს ზღვის პირა ტავარნაში, ახალგაზრდა კაცი როგორ იტყუებს კატებს საკვებით, იმისათვის, რომ ზღვაში გადაყაროს.  

ბერძენი  ჟურნალისტის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მოძალადემ ატვირთა, ჩანს, რომ ტავერნაში რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, როდესაც მათ ორი მშიერი კატა მიუახლოვდა. 

ახალგაზრდა კაცი კატებს, მოსახერხებელ ადგილას თევზით იტყუებს შემდეგ კი ფეხის კვრით ზღვაში აგდებს და იგივე მოქმედების განხორციელებას მეორე კატის მიმართაც ცდილობს. 

გავრცელებულ ვიდეოს მოქალაქეთა დაცვის მინისტრი ტაკის თეოდორიკაკოსიც გამოეხმაურა, რომელიც ადგილობრივი პოლიციის მეთაურს დაუკავშირდა და "სამარცხვინო ვიდეოში" ყველა პირის იდენტიფიცირება, დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ცხოველის წამება და მოკვლა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 

საზოგადოების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურების შემდეგ, ახალგაზრდა კაცმა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც, ის ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ კატების მიმართ ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ და ვიდეო, რომელიც არასასიამოვნო სანახავი იყო, მიღებული ალკოჰოლის შემდეგ ნამოქმედარი უაზრო ხუმრობა უწოდა.

ცნობისთვის, კატა დაბალი სიმაღლიდან სანაპიროზე დაეცა და მას არაფერი დაშავებია. 

 

ასევე საინტერესოა

🔵თესალონიკში, პარკში სრიალის დროს 8 წლის გოგონამ თითი დაკარგა

🔵საბერძნეთში მძღოლმა, რომელიც მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

🔵დღეიდან საბერძნეთი ნორმალურ ცხოვრების რიტმს უბრუნდება - ქვეყანაში შემოსასვლელად მხოლოდ პირბადე გჭირდებათ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791283678

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბა...

ეთერ ლიპარტელიანი

1791282918

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ

„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა დ...

ზვიად შალამბერიძე

1791281888

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათი ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ

„4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მ...

რატი იონათამიშვილი:

1791281702

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე

„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება...

შალვა პაპუაშვილი

1791281274

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზი...

ეთერ ლიპარტელიანი