როგორ აღნიშნეს "თბილისობა" ათენში - ვიდეო
ათენში „თბილისობა“ აღნიშნეს. ღალაცის პარკში, ქართული სიმღერები და ქართული ლექსები მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.
"ქართული კულტურის ზეიმი" - ასე შეაფასა ათენში გამართული ღონისძიება საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, დავით დონდუამ.
ელჩის განცხადებით, ღონისძიებისგან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
„ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც დღეს ვიხილეთ. ეს იყო ნამდვილი ზეიმი ქართული კულტურის ათენში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს და მის ორგანიზაციას ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციას ამ ინიციატივისთვის.
ასევე ყველა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას თანადგომისთვის, რომელიც ქართული განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეობს.
უამრავი სტუმარი გვყავდა, როგორც ქართველი, ასე ბერძენი.
რამდენიმე საათის განმავლობაში ჟღერდა ქართული ლექსები, სიმღერა, ცეკვა, თეატრი, თოჯინების თეატრი, ყველაფერი ის რითაც მდიდარი არის ქართული კულტურა. აქვე გეტყვით, რომ რომ ეს იყო ჰუმანიტარული ხასიათის აქცია. შეგროვებული თანხა გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას“, -აღნიშნა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში.
როგორც "ბერძნულ - ქართული კულტურული ასოციაციის" ხელმძღვანელმა ხატია ქარსაულიძემ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიებით, ემიგრანტები მეორე სამშობლოდან საქართველოს ეფერებიან.
"ვეფერებით ერთი სამშობლოდან მეორე სამშობლოს. ერთი სამშობლოს დედაქალაქიდან მეორე სამშობლოს დედაქალაქს.
დღეს თბილისს მოვეფერეთ.
დიდი მადლობა ყველა ორგანიზაციას გვერდში დგომისთვის. მადლობა საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის, ყველა მონაწილეს და იმ ადამიანს, რომელმაც იღვაწა, რომ დღევანდელი ღონისძიება ასეთი სახით ჩაგვეტარებინა", - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა ხატია ქარსაულიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 2022 წელს საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს
1793872394
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს, ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან
„თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ე...
1793871361
საზოგადოებაპაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება
„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პა...
1793871105
ახალი ამბებისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა
საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვ...
1793869896
ახალი ამბები„სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება
დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: ...
1793869841
საზოგადოებაპრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში
„საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაშ...


























