საბერძნეთში, განსაკუთრებით საშიში იასამნისფერი მედუზა გამოჩნდა - როგორ მოვიქცეთ მისი ნაკბენის შემთხვევაში?!

საბერძნეთში, ზღვის და ცურვის მოყვარულს საზოგადოებას წელს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ, რადგან ბოლო პერიოდი განმავლობაში იასამნისფერი მედუზების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

იასამნისფერი მედუზა (Pelagia noctiluca) ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახეობად ითვლება. ნაკბენ უჯრედებში შემავალი ნეიროტოქსინის გამო, მისი ნაკბენი ძალზე მტკივნეულია. 

ყველა დამსვენებელი ძალიან კარგად უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ თუ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ მედუზამ გვიკბინა. 

მედუზა კანთან შეხებისას იწვევს წვის შეგრძნებას, ძლიერ ტკივილს, ანთებას და წითელ გამონაყარს. მისი ნაკბენი  ჩვეულებრივ იწვევს ჭინჭრის ციებას, ბუშტუკებს კანზე და სიმშრალეს. 

სხვა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, კუნთების კრუნჩხვები და სუნთქვითი პრობლემები.

რჩევები იმის შესახებ თუ როგორ მოვიქცეთ მედუზის "ნაკბენის" შემთხვევაში განსხვავდება თავად მედუზის ტიპის მიხედვით. 

კონკრეტულად იასამნისფერი მედუზის ნაკბენის შემთხვევაში კი პროფესიონალები გვირჩევენ:

✅ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ ზღვის წყლით დაზიანებული ადგილი, უხეში მოძრაობის გარეშე. 

✅ თუ არსებობს, საშუალება წაისვით ზღვის წყლისა და საცხობი სოდას ნარევი (1:1 თანაფარდობა) ორი წუთის განმავლობაში. ეს შეაჩერებს კანზე დარჩენილი  შხამის შემდგომ გამოყოფას . 

✅ ნაკბენიდან კანზე დარჩენილი სოდის და სავარაუდოდ ჩხირების მოსაშორებლად გამოიყენეთ პლასტიკური ბარათი.

✅ 5-15 წუთის განმავლობაში დაიდეთ ცივი კომპრესი.  გამოიყენეთ ყინულის პაკეტი, ან ცივი სასმელი, რომელიც გახვეული იქნება  ქსოვილში. დაიმახსოვრეთ, რომ  ყინული არ უნდა მოხვდეს უშუალო კანთან კონტაქტში.

✅ ტკივილის ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში კიდევ 5 წუთის განმავლობაში,  დაიდეთ ცივი კომპრესი. 

✅ იმ შემთხვევაში თუ ძლიერი ტკივილი კვლავ გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სავარაუდოდ ის დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებლებს და/ან რაიმე ანთების საწინააღმდეგო მალამოს მაგ. ლიდოკაინისა და ჰიდროკორტიზონის 3-4%-იანი შემცველობას. 

❌ არ შეიხვიოთ ნაკბები და არ გამოიყენოთ ძმარი, ახალი (სასმელი) წყალი, ალკოჰოლი და ამიაკი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა.  

iNaturalist - ის ინფორმაციით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ შემდეგი სანაპიროების სტუმრობის შემთხვევაში: 

1. კავურის სანაპირო

2. ვულიაგმენის სანაპირო

3. გლისტრას სანაპირო (ლაგონისი)

4. ნისაკის სანაპირო (ლავრიო)

5. კორონის სანაპირო (პორტო რაფტი)

6. ავლაკის სანაპირო (პორტო რაფტი)

7. ვრავრონას სანაპირო

8. არგირა აქტი (ნეა მაკრი).

 

 

ასევე საინტერესოა:

🔵 ათენის გარეუბანში ძლიერი ხანძარია - ანო ვულაში იწვის სახლებიც

🔵შეყვარებულზე გაბრაზებულმა კაცმა, დალასის მუზეუმში 5 მილიონი დოლარის ღირებულების ძველი ბერძნული ჭურჭელი გაანადგურა

🔵"ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილი სასეირნოდ არის წასული და სახლში, მალე  დაბრუნდება" - სრულიად ჯანმრთელი 12 წლის გოგონა ძილში გარდაიცვალა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790174901

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ...

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1790174011

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმა...

ირაკლი კობახიძე

1790173887

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ერთმან...

ააა

1790173686

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მა...

მაკა ბოჭორიშვილი

1790173416

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე

დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმ...

ირაკლი ქადაგიშვილი