"ეს ამბავი ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დედამიწაზე" - გედების სიყვარულის სევდიანი ისტორია, რომელმაც ბერძნული მედიის ყურადღება მიიპყრო
გედების უსაზღვრო სიყვარულის დაუჯერებელმა ისტორიამ ბერძნული მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო.
საუბარია, კასტორიის ტბაზე მობინადრე შეყვარებულ გედებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დასახლების დღიდან, განუწყვეტლივ ერთად იყვნენ და სხვა გედებისგან მოშორებით საკუთარი ბუდეც აიშენეს, თუმცა წყვილის ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაახლოებით ერთი კვირის წინ მდედრ გედს თავს მაწანწალა ძაღლები დაესხნენ, რის შედეგადაც მან ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შედეგად ის ვეტერინარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კასტორიის გარემოს დაცვის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოს პანაგიოტოპულოსის გადმოცემით, მამრი გედი მთელი ამ დროის განმავლობაში ვეტერინარული კლინიკის გარეთ იმყოფებოდა და წუთითაც არ ტოვებდა ადგილს, სადაც მისი საყვარელი მდედრი ეგულებოდა.
სამწუხაროდ ვეტექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად გედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე დროს მამრი გედი მიხვდა რაც მოხდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ის ტბის მოპირდაპირე მხარეს წაგვეყვანა, დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, თუმცა მას ეს საერთოდ არ მოეწონა.
გამუდმებით ტიროდა, აუტანელი იყო მისი მდგომარეობა აშკარად დაბრუნება სურდა" - განაცხადა გარემოს დაცვის კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა.
საბოლოოდ დამწუხრებული გედი ტბაზე დატოვეს, იმ იმედით რომ დროთა განმავლობაში გარემოს მერგებოდა, თვითონ კი უკან დაბრუნდნენ მანქანით ანუ (20 კილომეტრის მოშორებით) იქ მისულებმა კი აღმოაჩინეს რომ გედი უკან მათზე ადრე დაბრუნებულიყო.
როგორც ცნობილია მამრი გედი იმდენად განიცდის საყვარელი მდედრის დაკარგვას, რომ უარს ამბობს საკვებზეც და თუ ასე გააგრძელა არსებობს საშიშროება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
ის ამ დრომდე განაგრძობს იმ ადგილას ყოფნას სადაც ბოლოჯერ ნახა მდედრი გედი.
გარემოს დაცვის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო დღეებში გედს ტბის სხვა უფრო შორეულ მხარეს გადაიყვანენ და თუ კი კვლავ უკან დაბრუნდა, მაშინ იძულებულნი იქნებიან, რომ ის დასავლეთ მაკედონიის სხვა ტბაზე გადაიყვანონ.
"ეს ამბავი ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დედამიწაზე.
ადამიანი არ არის ერთადერთი, ვისაც აქვს აზროვნების და გრძნობების უპირატესობა", - აცხადებს ნიკოს პანაგიოტოპულოსი, რომელიც თვითმხილველი გახდა ორი გედის სევდიანი და დიდი სიყვარულის ისტორიის.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უარი თქვან უკრაინაში მოგზაურობაზე
1793694883
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის...
1793694863
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს
„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობ...
1793693887
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას...
1793693582
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ,...
1793693543
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...































