მარსი ვერძის ნიშანში გადადის - გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება წარმატებული, ეს პერიოდი

"ეს პერიოდი შესანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თვითპრეზენტაციისათვის, პროფესიული და კარიერული ზრდისათვის ინიციატივების გამოვლენისათვის, შემოქმედებისათვის, შესაბამის პირებისაგან მფარველობის მოძიებისათვის," - ასტროლოგი ხათუნა ნოელი, მარსის ვერძის ნიშანში გადასვლის პერიოდზე სასარგებლო და მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევს:

"25 მაისიდან (03:17 თბილისის დროით) მარსი  ვერძის ნიშანში გადადის, სადაც ის 5 ივლისამდე იმოძრავებს.

მარსის ეს ტრანზიტი პირველ რიგში ვერძებს წაადგება სასიკეთოდ  და ასევე  ცეცხლის და ჰაერის სტიქიის შემდეგ ნიშნებს - ლომს, მშვილდოსანს, მერწყულს და ტყუპებს. სიფრთხილის გამოჩენა მართებთ  კირჩხიბებს, თხის რქებს და სასწორებს. დანარჩენი ნიშნებისათვის ტრანზიტის ზეგავლენა ნეიტრალურია.

ახლა უფრო კონკრეტულად, თუ რა  ტენდენციების მოტანა შეუძლია ამ ტრანზიტს.

უპირველესყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვერძის ტერიტორია მარსის მმართველობის ადგილია, ესე იგი ის აქ ბუნებრივად, საკუთარ კალაპოტში გრძნობს თავს და ეიოლება გაგვხადოს უფრო მეტად ინიციატივიანები, შეგვავსოს მეტი ენერგიით, მოგვმატოს  ფიზიკური აქტიურობის სურვილი, მოგვცეს გაბედულება, ვიყოთ რაღაცაში პირველები, ლიდერები, დავიცვათ ჩვენზე სუსტები, გამოვესარჩლოთ დაჩაგრულებს და ასე შემდეგ.

მით უმეტეს, რომ  მას აქ სოციალურ თემებზე მომუშავე, ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი უხვდება, რომელიც  თევზებიდან ვერძში 10 მაისს გადავიდა და ჯერ კიდევ პირველ გრადუსებზე იმყოფება.

მარსი და იუპიტერის შეერთება ფაქტობრივად 20 რიცხვიდან დაიწყო, როდესაც მარსი ჯერ კიდევ თევზებში იყო. თუმცა, მაშინ ისინი უკვე ერთ ნიშანში მოხვდებიან, რასაკვირველია, მათი ერთობლივი მოქმედების ხარისხი მოიმატებს. ამ კონიუნქციის პიკი 29 მაისს უწევს, ამის მერე გავლენა თანდათან იკლებს და 7 ივნისს საბოლოოდ ამოიწურება.

იუპიტერი განკარგავს ისეთ თემებს როგორიცაა ჩვენი სოციალური განვითარება და წინსვლა. ამიტომ ეს პერიოდი შესანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თვითპრეზენტაციისათვის, პროფესიული და კარიერული ზრდისათვის ინიციატივების გამოვლენისათვის, შემოქმედებისათვის, შესაბამის პირებისაგან მფარველობის მოძიებისათვის.

აგრეთვე მშვენიერი დროა უცხოეთთან და უცხოელებთან კონტაქტებისათვის. ვიზის ასაღებად, სწავლის დასაწყებად, გამოცდების ჩასაბარებლად,  სხვადასხვა სოციალური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად... მოკლედ, მართლაც კარგი დროა.

თუმცა ამ ასპექტს გარკვეული სირთულეების მოტანაც შეუძლია.

მოგეხსენებათ, მარსი ომის პლანეტაა, ხოლო იუპიტერის ერთ-ერთი ფუნქცია ზრდა და გაფართოვებაა. იუპიტერი  ზრდის ყველაფერს, რასთანაც შეხებაში მოდის. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ აგრესიის გაზრდაც შეუძლია. სწორედ ამის დასტური იყო ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ასპექტის დაწყებისთანავე მიჰყვნენ ერთმანეთს. ომი ვახსენე და, აქაც რა თქმა უნდა, ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლის ეტაპი, რომელიც  სავარაუდოდ უფრო მეტი ექსპანსიით იქნება გამორჩეული, აი ახლა, ამ თვის ბოლოს დაიწყება.  

სიმართლე რომ გითხრათ, მე  როდესაც დეკემბრის მიწურულს 2022-ის პროგნოზზე ვმუშაობდი, ომის  დაწყების საშიშროებას  სწორედ ამ პერიოდისათვის ვვარაუდობდი, და ეს ჩემი ეჭვები რამდენიმე ადამიანს კიდეც გავუმხილე. თუმცაღა, როგორც ვნახეთ, ომი 3 თვით ადრე დაიწყო. რასაკვირველია, იმ დაჩქარებასაც თავისი მიზეზები გააჩნდა, რომელთა სათავეც ძირითადად პუტინის რუკაში და მის მიმდინარე პროგნოზებში იდო.  აგრეთვე რუსეთ-ამერიკის ასტროლოგიური რუკების დინამიკაში, თუმცა მე მაშინ  მაინც გადავიფიქრე ამის ხმამაღლა აღნიშვნა,  იმედი დავიტოვე, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა...

რა თქმა უნდა, მარსის ტრანზიტი ვერძის ნიშანში მხოლოდ იუპიტერთან შეერთებით არ შემოიფარგლება. ამ ხნის განმავლობაში იქნება ჰარმონიული ასპექტებიც და დაძაბულიც. მაგრამ მათ შესახებ მომდევნო ჯერზე, ვისაუბრებ და თანდათან ყველას შევეხები. 

ახლა კი, ვინაიდან იუპიტერისა და მარსის შეერთება უფრო და უფრო იკრეფს ძალას, მინდა ყველას გთხოვოთ - მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი აგრესია, დაგროვილი თუ მოზღვავებული ენერგია კი აჯობებს, რომ კეთილ საქმეებს, სწავლას, შემოქმედებას ან პროფესიულ ზრდას დავახარჯოთ. რაშიც სუყველას წარმატებებს გისურვებთ. ხოლო პირადი რუკების განხილვისათვის იუპიტერის ტრანზიტთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომმართოთ, ოღონდ არა კომენტარებში, არამედ პირად შეკვეთებში.

წყარო: "ასტროზონა"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი