ვენერა მორიელის ზოდიაქოში გადადის, რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს ცალკეული ნიშნები - რამაზ გიგაურის განმარტება

ასტროლოგი რამაზ გიგაური, ვენერას მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რისი მომტანი იქნება ის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

"11 სექტემბერს, თბილისის დროით 00:39 საათზე სიყვარულის, ჰარმონიის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა –  მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 7 ოქტომბრამდე დარჩება.

ვენერას ეს ინგრესია ადამიანებში გააძლიერებს სიყვარულის გამოვლენის და მიღების მოთხოვნილებას, მომხიბვლელობას, შარმს, მიმზიდველობასა და სექსუალურობას.

ნეგატიური კუთხით მოიმატებს ეგოიზმი, ეჭვიანობა და სიყვარულში რადიკალიზმი.

ვენერას ეს პოზიცია გამოძევებულად ითვლება.

ვენერა ამ დროს (მორიელში განთავსებისას) კარგავს თავის "ქალურობას", სინაზეს, სტაბილურობას, თუმცა იძენს სექსუალურობას, შემტევობასა და აგრესიულობას.

ვენერას ეს პოზიცია ადამიანებში აძლიერებს სექსის, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტის გამოვლენას. ვენერას მორიელში ყოფნისას ადამიანები ხდებიან ეგოისტები და მომთხოვნები.

ადამიანში იზრდება შიში, ეჭვი ეპარება, რომ ის გულწრფელად უყვართ, რადგან იზრდება ღალატის ქვეცნობიერი შიში.

ვენერას ეს პოზიცია ხშირად იძლევა ე.წ. „საბედისწერო სიყვარულსაც“. ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით ან განვითარებულ სიყვარულს თან ახლავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მტკივნეული პროცესები.

ვენერას ეს ინგრესია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება:

* მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;

* მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა მორიელის ნიშანში აქვთ განთავსებული.

* ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერას, ასევე მარსის, პლუტონის, მორიელის ან მე-8 სახლის ძლიერი პოზიცია გააჩნია (მაგალითად, ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, შავი მთვარე)", - წერს გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი