გზა ძველი, ვენახის შესაწამლ პიჯაკიდან ჟურნალ ვოგამდე
„საქართველოზე რა გითხრათ! ალბათ როგორც მაშინ, წამოსვლის დრო რომ დამიდგა და წამოვედი, ასევე დამიდგება დაბრუნების წამიც და დავბრუნდები!“
ნიჭიერ ადამიანს რა გამოლევს ქართულ გენში, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რაოდენ სასიამოვნოა, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიგებ, ვიღაც შენი მიწა-წყლიდან წარმატებას რომ აღწევს და ამით ერთგვარად გვასახელებს სხვა ერების წინაშე. ჩემი რესპონდენტიც სწორედ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ემიგრანტულ რთულ გზაზე დიდი წვალების ფასად გაიარა და თავისი სათქმელი თქვა. ეკა ცაბაძე შემთხვევით აღმოვაჩინე და სიხარულით გული მაშინვე გამევსო, როგორც კი მისი ისტორია და წარმატებების შესახებ მოვისმინე. ის არამარტო ნიჭიერი ადამიანი, არამედ არაჩვეულებრივი რესპონდენტიც აღმოჩნდა!
– გთხოვთ ცოტაოდენი რამ მიამბეთ თქვენს შესახებ.
- მე ვარ ეკა ცაბაძე საჩხერიდან. უკვე ექვსი წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ. ქსოვა ბავშვობაში ვისწავლე, მაგრამ რომ გითხრათ რომ ძალიან ყოჩაღი ვიყავი ამ საქმეში, არა! სრულიად შემთხვევით, იმის გამო რომ ჩემი სკოლის დამთავრება რთულ პერიოდს დაემთხვა და საკმაოდ გაჭირდა ცხოვრება, ბევრ რამეზე უარის თქმა გვიწევდა. ჰოდა, ერთხელაც დედას რომ ვეწუწუნებოდი პიჯაკი მინდა მეთქი, თუმცა ყიდვის თავი არ გვქონდა, დედა ადგა, მშვიდად, მომიტანა საქსოვი ძაფის დიდი გორგალი და მითხრა – თვლების გამოყვანა ხომ იცი, ადექი და როგორიც შენ გინდა ისეთი მოიქსოვეო. ჰოდა მეც ავდექი და მოვქსოვე . მერე მამას ერთ ძველ პიჯაკს, რომელსაც ვენახის შესაწამლად ხმარობდა, ღილები ავაჭერი, გავაპრიალე და ჩემს პიჯაკს დავაკერე. კარგი გამომივიდა. საერთოდ უცნაური თვისება მქონდა, ნებისმიერ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი მისგან დაშლის შემთხვევაში რისი შექმნა შეიძლებოდა. ღილებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ, ყოველთვის ისე აღვიქვამდი როგორც სამოსის სამკაულს. ახლაც გულგრილად ვერ ვუყურებ.
- როგორც ვიცი იტალიაში წარმატება თექის ნამუშევრებმა მოგიტანათ!
– დიახ! თექა ვისწავლე საჩხერეში მარინე გელბახიანთან. ერთი პერიოდი უცნაურად ავიკვიატე. ეს იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი და რა თქმა უნდა საქართველოშიდაც არანაკლებ მოსწონდათ. იტალიაში ჩამოსვლის პირველი პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც ყველა ჩემი თანამემამულესთვის, ჩემთვისაც აქტიური ცხოვრებიდან, შემდეგ ცხოვრების ასეთ ტემპზე გადასვლა, რომელიც აქ გაგვაჩნია ნამდვილად არ იყო ადვილი. თან თავდაპირველად ენაც რომ არ იცი ორმაგად ძნელია. გამიჭირდა! ფაქტიურად რაც მეგონა რომ ჩემი პიროვნების ნაწილი იყო, გაქრა! ქსოვამ მიშველა. ამით თითქოს თანდათან აღვიდგინე წონასწორობა. თუმცა მოსვენებას არ მაძლევდა რაღაც შინაგანი მოლოდინის შეგრძნება, სწორედ მაშინ გავიგე, რომ რომში იყო თექის სახელოსნო. (მამა იოანეს ხელაია და დები ქოთილაიძეების ძალისხმევით დაარსდა).
-და თქვენი რომაული თავგადასავალიც ასე დაიწყო?
– კი! ბევრი არ მიფიქრია, ავდექი და წამოვედი. მომიწია ისევ თავიდან სამსახურის ძებნა, პრობლემებთან გამკლავება. თავის გატანა ხომ მჭირდებოდა, თუმცა კარგ ადამიანებს რა დალევს, დამეხმარნენ . სამწუხაროდ სახელოსნო მერე მალევე დაიხურა, მაგრამ ამ სახელოსნოს უკავშირდება ჩემი პირველი წარმატება. ევროპული ენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართული ანბანი წარადგინა სახელოსნომ. მერე ერთ მშვენიერ დღეს, ცისანა ქოთილაიძემ დამირეკა და მკითხა, ქარგვა თუ ვიცოდი ჯვრებით. პასუხს არც დაელოდა, არ მაინტერესებს იცი თუ არა, უნდა დაქარგოო. ნიმუში გააკეთე ახალგაზრდა დიზაინერებთან ვმუშაობ და ნიმუშიანად მიგიყვანო. მეც თავს ხომ არ შევირცხვენდი, ავდექი და პირდაპირ ხავერდზე მოვინდომე ქარგვა, თან პირველად გავაკეთე. წამიყვანა ცისანამ, წაიღო ნიმუში და ცოტა ხანში მორბის გახარებული და მეუბნება : ეკა ხავერდის იდეამ გაამართლა და საქმე გელოდებაო! ისევ დავანებე თავი სამსახურს და გადავეშვი თავით. კარგი გამომივიდა, მოეწონათ და ჯემპრიც დაიბადა. მერე ჩანთისთვისაც დავქარგე. სწორედ ეს ჯემპრი დაიბეჭდა ვოგში. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი მათთან. TL-180, ლუიზა ორსინთან და ანტონინე პედუცისთან. ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მე ვიყავი ყველაფრის შემოქმედი. კოლექციის კეთებისას, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულისთვის მზადდებოდა, მათმა ჩემს მიმართ თბილმა დამოკიდებულებამ ისე გამათამამა, რომ შევუთანხმდი და ერთ დღეს ჩემი გაკეთებული ნივთები მივუტანე. იმ დღეს სახელოსნოში მათი მეგობრებიც იყვნენ. ჩემთვის მოულოდნელი იყო ისეთი ემოცია გამოხატეს. ზოგმა ქუდი მოიზომა, ზოგმა ჟილეტი, ზოგმა კიდევ რა. ერთ-ერთს ცოტა ეჭვიც კი შეეპარა, რომ ნაქსოვი ნამდვილად ხელით მქონდა შესრულებული თუ არა. ყველამ ერთხმად მირჩია, რომ ემიგრანტობის სირთულის მიუხედავად უნდა გამეგრძელებინა ეს საქმე. ანტონინეს ჩემი გაკეთებული ქუდი აქვს. ხევსურული ორნამენტით. მათმა შეფასებამ თვითრწმენა შემმატა, რადგან ორივე მათგანს ლუის ვიტონთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ მე ვეღარ შევძელი თანამშრომლობა.
- როგორც ვიცი ვენეციის გამოფენაზეც მიიღეთ მონაწილეობა.
– მართალია! მერე იყო ვენეციის გამოფენა. ნატო პერანიძეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. წავედით მე და ჩემი მეგობარი ხათუნა კიკაბიძე. გამოფენაზე გაიყიდა ჩემი პიჯაკი და ქუდი. ჯიორჯო გრეგორიო გრასი იყო არტექსპერტი ვენეციის გამოფენაზე და თავის ფეისბუქ გვერდზე ჩემი ნამუშევრის ფოტო დადო. ესეც ერთგვარი გამოცდა იყო და სასიამოვნო შეგრძნება. ბევრი მეუბნებოდა რომ ბრენდების ქვეყანაში შეუძლებლის მცდელობა მქონდა. თუმცა ამას არ შევუშინებივარ!
- ახლა რა ეტაპზეა თქვენი შემოქმედება?
– ახლა ჩვეულებრივი სამუშაო მაქვს. მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ ურთიერთობას ჩემს საყვარელ საქმესთან. მომავლის გეგმები თითქოს დალაგებული მქონდა, მაგრამ კორონას გამო მე კი არა მსოფლიო დამუხრუჭდა. ამ ეტაპზე ვცდილობ ირლანდიური მაქმანის ელემენტები დავხვეწო. მქონდა შეკვეთა ისრაელიდან. ეხლა კიდევ ვქსოვ ისრაელში გასაგზავნ ჟაკეტს. ამერიკისთვისაც ვამზადებ პატარა ამანათს.
აუცილებლად მინდა ვახსენო ჩემი უფროსი მეგობრები. ნათელა ჭაფოძე და მაია გაბრიჩიძე. ნათელა მხატვარია, პროფესიონალი გობელენების სპეციალისტი. უზადოდ კერავს. იტალიაში მკერავად მუშაობდა 14 წელი. ფასდაუდებელი დახმარება გამიწია, გამარკვია ძალიან ბევრ ნიუანსში და დეტალში, რამაც ჩემი საქმე უფრო დახვეწილი გახადა.
- ყველაზე სანუკვარი ოცნება რა გაქვთ და როგორ აპირებთ მის განხორციელებას?
- სანუკვარი ოცნებაა ჰობი ვაქციო ძირითად საქმედ. ვიცი რომ საქმეს მიყოლა ჭირდება და ზრუნვა რომ განვითარდეს. სამწუხაროდ , ჩემი დროის 90 პროცენტი სხვა საქმეს მიაქვს, შესაბამისად შედეგიც დაბალია.
-თქვენი ოჯახის შესახებაც მიამბეთ ცოტაოდენი.
- მყავს ორი შვილი.ორივეს თავისი საქმე აქვს.
– ემიგრანტობის სიმძიმეზე რას იტყოდით?
– ძნელია ახლობელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. ხვდები ბევრ დამცირებასაც, ბევრ თანაგრძნობასაც. აქ სამუშაოდ ჩამოსულის ადამიანების უმეტესობამ საკუთარ ცხოვრებაზე თქვეს უარი.ზოგმა ჩემსავით ხელსაქმეში ნახა შვება. აქ თითქოს თავიდან ყალიბდები და სხვანაირი ხდები, უფრო გაბედული, თუმცა ტკივილით სავსე.
- და თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ სამშობლოდან წამოსვლა?
– მეც როგორც უმრავლესობისთვის, ფინანსური პრობლემა იყო თავი და თავი. თან იმ პერიოდში საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, ეს ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის და მივხვდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა!
- თქვენი დღევანდელი დღე როგორია ამჟამად?
– მეგობართან ერთად ვცხოვრობ, ვმუშაობ როგორც ყველა სხვა ჩემნაირი. შაბათ კვირას კი ოღონდ რამე გავაკეთო და ჩემი მაია ყავას და სადილს თვითონ მიმზადებს, მე რომ დრო არ დავკარგო და რამე ახალი შევქმნა. კარგ ადამიანებს რა დალევს ამ ქვეყანაზე . მადლობა ღმერთს რომ მრავლად არიან. დასრულდება ეს პანდემიაც ალბათ და ყველაფერი ისევ თავიდან იქნება დასაწყები, თუმცა გარკვეულწილად გზა გაკვალულია და მეც გამონათებას ველოდები!
– საქართველოზე რას ფიქრობთ, დაბრუნებას გეგმავთ?
– საქართველოზე რა გითხრათ! ალბათ როგორც მაშინ წამოსვლის დრო რომ დამიდგა და წამოვედი, ასევე დამიდგება დაბრუნების წამიც და დავბრუნდები! ესაუბრა მარიამ ცხვედაძე EXCLUSIVETV.GE
1735211718
ახალი ამბებიდოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი კაცი
საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 1 კაცი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში acxadeben, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებ...
1735211048
სოციალური მედია„მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა, კავშირი, კომუნიკაცია, აქვე უნდა დაიწყოს...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება
ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერ...
1735202752
მსოფლიოტრამპი: შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც ჩვენი სასამართლოს სისტემის და არჩევნების შეფერხებას ცდილობენ, დევნიან აშშ-ის დიად მოქალაქეებს და განსაკუთრებით - მე
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ შობას რადიკალ მემარჯვენეებს ულოცავს, რომლებიც მისივე თქმით, გამუდმებით დევნიან ტრ...
1735202203
ჰოროსკოპი„მეტად დაძაბული ასპექტი წარმოქმნის წინააღმდეგობებს ძველსა და ახალს შორის“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...
1735197223
სოციალური მედიავლადიმერ ბოჟაძე კარლ ბილდტის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს მტრების და ,,ნაცმოძრაობის" მეგობრების დამოკიდებულება, თურმე სხვებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საქართველოს მოქალაქეებმა, ვინ არის პრეზიდენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე შვედეთის ყოფილი პრემიერისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადა...