რუსკა ჟორჟოლიანი: "ნოდარ დუმბაძე, თითქმის ყველა ევროპულ ენაზე იყო თარგმნილი, გარდა იტალიურისა" - ნოდარ დუმბაძე იტალიურად ითარგმნა
რუსკა ჟორჟოლიანს, ქართულ და იტალიურ ლიტერატურულ წრეებში, უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ. ნიჭიერი და მომხიბვლელი მწერალი, იტალიურ ენაზე გამოცემული და გერმანულად ნათარგმნი უკვე ორი წიგნის ავტორია. სულ ახლახან კი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული "მზე" თარგმნა და გამოსცა იტალიურ ენაზე. სწორედ ამ შესანიშნავი სიახლის გამო დაუკავშირდა ExclusiveTV რუსკა ჟორჟოლიანს იტალიაში, სადაც ახალგაზრდა მწერალი, უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს.
რუსკა მესტიაში დაიბადა, მაგრამ ძალიან მალე, ოჯახთან ერთად აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზეთში ახალი გადასულები იყვნენ, როდესაც ომი რომ დაიწყო...
- რუსკა, პირველ რიგში გილოცავთ თარგმანის გამოცემას და სანამ ახალ ნაშრომზე გკითხავდეთ, გვითხარით, როგორ აღმოჩნდით იტალიაში?
- იტალიაში პირველად 1996 წელს ჩამოვედი, დევნილი ბავშვების დახმარების პროგრამით, რადგან ჩვენი ოჯახი აფხაზეთიდანაა. შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა იტალიაშივე გამეგრძელებინა და 2007 წელს პალერმოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2015 წელს გამოვეცი იტალიურ ენაზე დაწერილი ჩემი პირველი რომანი, "შენი აქ ყოფნა ქალაქივით", რომელიც არაერთი ლიტერატურული კონკურსის პრიზიორი გახდა და გერმანულადაც გამოიცა. 2020 წელს კი მეორე რომანი, "სამი ცოცხალი, სამი მკვდარი", გამოვიდა, რომელიც ასევე ითარგმნა გერმანულად.
- რაც შეეხება თარგმანს, აქამდე თუ გქონდათ ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნის გამოცდილება, რა პრინციპით შეირჩა კონკრეტულად ეს წიგნი და რა დრო დაგჭირდათ მასზე სამუშაოდ?
- აქამდე მხოლოდ ისტორიული ესეები მქონდა თარგმნილი, რომლებიც კრებულ "რომი და ქართველების" სახით გამოიცა რომში, 2017 წელს. ნოდარ დუმბაძის მოთხრობები, ჩემი პირველი მცდელობაა მხატვრული ლიტერატურის თარგმანთან შეჭიდების. საგულისხმოა, რომ ნოდარ დუმბაძე თითქმის ყველა ევროპულ ენაზე იყო თარგმნილი, გარდა იტალიურისა. დიდი სიცარიელე იყო ამოსავსები, ვინაიდან ამ ასე ძალიან უნივერსალური და თან ასე ძალიან ქართველი მწერლის წაკითხვა რაღაც დიდთან, რაღაცნაირ სისავსესთან ზიარება მგონია. ამიტომაც გადავწყვიტე მისი თარგმნა, რასაც ერთი წელი მოვანდომე.
- სად შეიძლება წიგნის შეძენა და თუ გეგმავთ მის პრეზენტაციას?
- წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლის, La Vita Felice-ს საიტზე. მომავალ წელს რამდენიმე პრეზენტაციის მოწყობას ვგეგმავთ. ამჟამად ვმუშაობ ახალ რომანზე, მოთხრობების კრებულზე, და თანამედროვე ქართველი ავტორის, ნანა ექვთიმიშვილის "მსხლების მინდორის" თარგმანზე, რომელიც 2022 წელს გამოიცემა.
ნინა მამუკაძე
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































