29 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ვატიკანში კონცერტს გამართავს
პირველად საქართველოს ისტორიაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს 40-კაციანი გუნდი ვატიკანში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს, სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში, ქართული მრავალხმიანი სიმღერა გაისმება. წმინდა პეტრეს ტაძარში, რომის პაპის ფრანცისკეს მიერ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი საზეიმო მესის შემდეგ, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებს ქართულ მრავალხმიან სიმღერებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გუნდი პატრიარქის მიერ შექმნილ ,,ავე მარიასაც".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ვატიკანში გამგზავრებამდე მიიღო და დალოცა.
ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სულ მალე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში გაემგზავრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვატიკანის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკურმა, ვატიკანის საელჩოში უმასპინძლა საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა სიხარულიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, ასევე, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს.
მინისტრმა მიულოცა პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს ეს ისტორიული დღე, მადლობა გადაუხადა ვატიკანის ელჩს და სამინისტროს კულტურის დეპარტამენტებს ამ დიდი პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.ჟოზე აველინო ბეტანკურმა შეხევდრისას აღნიშნა, რომ ქართული მრავალსაუკუნოვანი საგალობლების აჟღერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მძიმე დროს, როდესაც ევროპაში ომი მძვინვარებს. შეხვედრისას სამების მგალობელთა გუნდმა შეასრულა რამდენიმე ნაწარმოები საკუთარი რეპერტუარიდან.

მგალობელთა გუნდი ვატიკანში საკუთარი რეპერტუარიდან ჯამში 20 სიმღერას შეასრულებს, მათ შორისაა: „ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, "ლილე" , "ოდოია", "წმიდაო ღმერთო", ,,Kyrie Eleison", ,,Ave Maria" (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ), 121-ე ფსალმუნი (იოსებ ბარდანაშვილი), ,,შეყვარებულნი ოდეს ქარები", ,,წუთისოფელი", (ზვიად ბოლქვაძე), ,,ლაშარის გზაზე", ,,ეგზერსისი" (იოსებ კეჭაყმაძე), ,,მინიატიურები" (გია ყანჩელი).
1794302372
ახალი ამბებიდავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...
1794302109
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...
1794300675
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...
1794300398
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...
1794299517
ახალი ამბებისამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...


























