9 წლის ქართველ გოგონას იტალიაში საპატიო ელჩის სიმბოლური წოდება მიანიჭეს

იტალიაში გამართულ, ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაციას ქალაქის მერი, დომი ჩილიბერტი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, პატარა ქართველი გოგონა საპატიო ელჩად დაასახელა და 9 წლის მარიამ ბოკუჩავას საპატიო ელჩის სიმბოლური წოდება მიანიჭა.
ქართული ტურისტული კომპანიის პრეზენტაციას, ასევე ესწრებოდა გენერალური კონსული ვახტანგ ანდღულაძე და ვიცე კონსული ხატია ჭელიძე.
„ვიცი რომ კარგად ფლობ იტალიურ ენას და ჩვენი ქალაქის მკვიდრი ხარ, რის გამოც ჩვენმა კომუნამ გადაწყვიტა მოგანიჭოს ქალაქში მცხოვრები, ქართველებისა და კასტელა გროტეს შემაკავშირებელი რგოლის, საპატიო წარმომადგენლის წოდება.“ - მიმართა ქალაქის მერმა 9 წლის მარიამ ბოკუჩავას.
მარიამ ბოკუჩავა, იტალიაში 2018 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მარიამის დედამ, ჟურნალისტმა ხათუნა შარაძემ, იტალიაში მცხოვრებ კოლეგასთან, ნინა მამუკაძესთან ერთად ტურისტული კომპანია „არგონავტების ოქრო“ დააფუძნა, რომელიც საქართველოში შემომყვან ტურიზმზე იმუშავებს.
„შენ, ჩვენს ქალაქში იქნები ინტეგრირებული ემიგრანტის საუკეთესო წარმომადგენელი და მემკვიდრე.“ - აღნიშნა დომი ჩილიბერტიმ და ხაზი გაუსვა ინტეგრაციის უპირატესობასა და დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების უზენაესობას, თანამეგობრობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთანამშრომლობის ევროპულ ფასეულობებს.
ქალაქის მერმა, ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალსა და იმ პროექტების მხარდაჭერაზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობის პერსპექტივებს. საუბარია ქალაქ კასტელანა გროტესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაძმობილების პროექტზე, რომელიც კულტურათაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
მარიამ ბოკუჩავა წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გახლავთ და იტალიაში მშობლებთან, კონსტანტინე ბოკუჩავასთან და ხათუნა შარაძესთან ერთად ცხოვრობს.
„ვხედავთ რომ აქ ხართ და ხართ ბედნიერები და ამაყები თქვენი საქმიანობით. ვხედავ, რომ პატივს სცემთ იტალიას და იტალიელ ხალხს, მაგრამ როცა საუბარს საქართველოზე იწყებთ თქვენს თვალებში სულ სხვანაირი სხივი ჩნდება. ჩვენი პატარა ქალაქი მოხარულია თქვენ, როგორც ქართული დიასპორის ნაწილი წარმოადგენდეთ კასტელანას საზოგადოებას. ხოლო პატარა მარიამი კი კასტელანა გროტესა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობების გამყარების ეგიდით საპატიო ელჩი იქნება“ - განაცხადა დომი ჩილიბერტიმ მარიამის დედასთან, ხათუნა შარაძესთან საუბარში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაცია გაიმართა
📌 იტალია - საქართველოს გენერალური კონსული, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
1755707876
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო...
1755702553
ახალი ამბებიჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...
1755698447
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ
„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...
1755696201
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...