"ბადანტე" პატარა შვილის ოპერაციის მოტივით, მოხუცს ფულს სძალავდა
2017 წლიდან დღემდე, 84 წლის ტურინელ მოხუცს, საკუთარი „ბადანტე“ ნელ-ნელა ქურდავდა. საერთო ჯამში, ქალმა 200 000 ევრო მიითვისა. უცნაური გარემოება პირველად მოხუცის მეგობარმა შენიშნა და გამოძიება დაიწყო. მეგობარს დეტალურად გამოჰკითხა იმ თანხების შესახებ, რომლებსაც მომვლელი წლების მანძილზე „სესხულობდა“ მისგან. ფულის სესხების ძირითად მოტივად, „ბადანტე“ საკუთარი სამი წლის შვილის გული ოპერაციებს ასახელებდა. ქალმა ისარგებლა მოხუცის კეთილგანწყობით და ემპათიით და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დიდი თანხების თხოვნა დაიწყო.
მოვლენები კიდევ უფრო სახიფათოდ განვითარდა მას შემდეგ, რაც მომვლელი სამსახურიდან წავიდა. მოხუცთან გამოცხადდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავი ადვოკატებად გაასაღეს და მამაკაცს ყოფილი „ბადანტის“ მიერ წაღებული ფულის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვეს. თავისთავად, საქმის აღძვრაში დიდი თანხა მოითხოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინიც თაღლითი მომვლელის თანამოაზრეები იყვნენ.
პოლიცია მოკვლევას აწარმოებს. მათ გაშიფრეს სქემა, რომლებსაც თაღლითები იყენებდნენ დიდძალი თანხების შეუმჩნევლად გადანაწილებისთვის იტალიურ, თუ უცხოურ ანგარიშებზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია რამდენიმე კომპიუტერი და მობილური ტელეფონები. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი გახდა თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი.
წყარო: torinotoday.it
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...































