დროებითი „Codice fiscale"-ს წყალობით შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულების დადება

„Codice fiscale“, იგივე „ფისკალური კოდი"-ს სტრუქტურა, შედგენა და გაანგარიშების მეთოდები:
ფიზიკური პირის ფისკალური კოდი, გაიცემა იტალიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

ხსენებული დოკუმენტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, ასოციაცია Tutto Insieme Georgia-ს პრეზიდენტი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ხათუნა ტატუნაშვილი გვაწვდის.

ფისკალური კოდის ნებისმიერი გაანგარიშების პროცედურა, იქნება ეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, თუ პირადი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, ყოველთვის იძლევა სავარაუდო შედეგს, რადგან რეალურ ფისკალურ კოდს ქმნის მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, რაც უზრუნველყოფს მათ მოქმედებას და უნიკალურობას ომონიმის შემთხვევაში (ომონიმია - შემთხვევა ორ ადამიანს შორის, რომლებსაც აქვთ ერთნაირი სახელი და გვარი, ხშირ შემთხვევაში კი დაბადების თარიღისა და ადგილმდებარეობის დამთხვევითაც ხასიათდება).
ამრიგად, დამოუკიდებლად შედგენილი „codice fiscale" არ იქნება ძალაში, რამდენადაც სწორი გამოთვლებით არ უნდა იყოს შედგენილი.

„Codice fiscale" შედგება 16 ალფანუმერული სიმბოლოსგან, რომლებიც მიუთითებენ ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებზე შემდეგნაირად:
- პირველი სამი ანბანური სიმბოლო განკუთვნილია გვარისთვის;
- მომდევნო სამი ანბანური სიმბოლო - სახელისთვის;
- შემდეგი ორი რიცხვითი სიმბოლო - დაბადების წლისთვის;
- მომდევნო ერთი ანბანური სიმბოლო - დაბადების თვისთვის;
- მომდევნო ორი რიცხვითი სიმბოლო - დაბადების დღისა და სქესისთვის;
- მომდევნო ოთხი სიმბოლო (ერთი ანბანური და სამი რიცხვითი) ასოცირდება დაბადების ადგილთან - (ქვეყანა; მუნიციპალიტეტი);
- ბოლო ერთი - (მეთექვსმეტე) ანბანური სიმბოლო კოდს ანიჭებს უნიკალურობას და ასრულებს კონტროლის ფუნქციას.

განვიხილოთ გაანგარიშების მეთოდი ფისკალურ კოდში მითითებული თითოეული ველისთვის:
- სახელი: სახელის წარმოდგენისას საჭიროა სამი ანბანური სიმბოლო და ამისთვის ირჩევა პირველი, მესამე და მეოთხე თანხმოვნები, ხოლო თუ თანხმოვანთა რაოდენობა 3-ზე ნაკლებია, ემატება ხმოვნები.
- გვარი: გვარის წარმოსადგენად, ასევე საჭიროა სამი ანბანური სიმბოლო და იწერება პირველი, მეორე და მესამე თანხმოვნები. გვარის შემთხვევაშიც, თუ თანხმოვნები სამზე ნაკლებია, ემატება ხმოვნები იმ რიგით, რა რიგითაც ისინი გვხვდება.
- წელი: მომდევნო ორი ციფრი აღებულია დაბადების წლის ბოლო ორი რიცხვიდან.
- თვე: თვესთან დაკავშირებით, არსებობს გარდასახვის ცხრილი, რომელშიც ანბანის ასო ასოცირდება თვეებთან.
მაგალითად:
(A = იანვარი);
(B = თებერვალი);
(C = მარტი) და ა.შ.
- დაბადების დღე და სქესი: შემდეგი ორი ციფრი ნიშნავს დაბადების დღეს და სქესს. მისი გამოთვლის პრინციპის მიხედვით, დაბადების დღის რიცხვი მდედრობითი სქესისთვის იზრდება 40-ჯერ და იწერება პირველი რიცხვის ადგილზე, ხოლო გვერდით მიეწერება დაბადების დღის ბოლო რიცხვი - (მაგალითისთვის: დაბადების დღის რიცხვი 12, მდედრობითი სქესის შემთხვევაში იზრდება 40-ჯერ და საბოლოოდ იწერება 52).
- დაბადების ადგილი: დაბადების ადგილი შედგება ოთხი ალფანუმერული სიმბოლოსგან და დგინდება ქვეყნებისა და მუნიციპალიტეტების კოდების, ან ბაზათა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით.
- კონტროლის კოდი: კონტროლის კოდი, იგივე უნიკალურობის კოდი შედგება ერთი ანბანური სიმბოლოსგან და გამოიყენება წინა სიმბოლოების სისწორის დასადასტურებლად.

არსებობს ასევე დროებითი „Codice fiscale"-ს სისტემა, რომელიც შედგება მხოლოდ რიცხვითი სიმბოლოებისგან და რომელიც შეიძლება მიეთითოს გარკვეულ გარემოებებში - (მაგალითად, ევროკავშირის არაწევრი უცხოელების რეგულირების პროცედურების კონტექსტში).

მაშასადამე, დროებითი რიცხვითი ფისკალური კოდი - „Codice fiscale numerico provvisorio" - გაიცემა იტალიის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის წინა რეგულირების ეტაპზე.

განვიხილოთ დროებითი ფისკალური კოდის ძირითადი მნიშვნელობა:
„Codice fiscale" არის მნიშვნელოვანი იარაღი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპირებენ იტალიაში ცხოვრებას.
დროებითი „Codice fiscale"-ს წყალობით შესაძლებელია:
- შრომითი ხელშეკრულების დადება;
- საგადასახადო დეკლარაციების შედგენა;
- სამედიცინო მომსახურების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივად და ა.შ. (აქვე აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში უკანონოდ მყოფ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს "STP"-ის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურებას უსაბუთო ემიგრანტებისთვის).

„სანატორია 2020“-ის განმცხადებელთა საყურადღებოდ:
მათ, ვისაც არ აქვთ წვდომა საკუთარ „Codice fiscale"-ზე, შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სააგენტოს - "agenzia delle entrate"-ს.
„სანატორია 2020“-ის მსვლელობის პროცესში მოქმედებს დროებითი „codice fiscale" ციფრული შემადგენლობით და არ გაიცემა უვადო, პირადი მონაცემების ინიციალებით შედგენილი „codice fiscale" ე.წ. „პერმესოს“ აღებამდე.
„სანატორია 2020“-ის მსვლელობის პროცესში მოქმედებს დროებითი „codice fiscale" მათთვისაც, ვისაც „სანატორიის“ განაცხადამდე ჰქონდა დროებითი „პერმესოს“ საფუძველზე აღებული „codice fiscale", ხოლო პრეფექტურის გავლის შემდეგ, დროებითს ჩაენაცვლება თავდაპირველად აღებული „codice fiscale".

ამავე თემაზე: 

როგორ მოვიპოვოთ უფასო სამედიცინო ბარათი - „Tessera sanitaria" იტალიაში

თუკი სამსახური თქვენი სურვილით დატოვეთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782501060

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782498424

მსოფლიო

პეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია

ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...

მცირე ზომის თვითმფრინავი

1782496902

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება

2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782495430

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ

„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782494318

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი