დღეს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება

დღეს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. იტალიის საელჩო საქართველოში, ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"გამოფენა "კრისტოფორო კასტელი და საქართველო" რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად.

დღეს, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა, თვალი გადავავლოთ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, იტალიასა და საქართველოს ისტორიული კავშირების ინტენსივობას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას. 

ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, მართავს გამოფენას "კრისტოფორო კასტელი და საქართველო", რომელიც თეატინელ პატრს ეძღვნება.

კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა - აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული "დღიური" შექმნა. ექსპოზიცია შედგება 50 ნახატის რეპროდუქციისგან (ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება), რომლებიც ეთნოლოგიური და ისტორიული კუთხით უაღრესად საინტერესოა: კასტელის მიერ ქაღალდზე გაცოცხლებული ადამიანები და ადგილები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს: გამოფენის დამთვალიერებელს ელის ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების პორტრეტები და, ასევე, ეკლესიების, ციხე-სიმაგრეების, ტრადიციული თამაშობების, ყოფითი სცენების თუ წეს-ჩვეულებების ამსახველი ნახატები. 

გამოფენის გახსნაზე, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდება და მას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, გაიმართება კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი სამენოვანი წიგნის პრეზენტაცია (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა და გამოიცა. 

გამოფენა "კრისტოფორო კასტელი და საქართველო" ღია იქნება მნახველისთვის 2022 წლის 13 მაისიდან 30 ივნისამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი 3).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული

1755689013

ახალი ამბები

„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...

პროკურატურა

1755688007

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...

ლევან მახაშვილი

1755685048

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები