იტალიაში, 1-ლი მაისიდან „Green Pass-ი“ უქმდება
იტალიის პრემიერ მინისტრის, მარიო დრაგის მიერ გამოცემული ახალი დადგენილების თანახმად, 1-ლი მაისიდან რესპუბლიკაში, „Green Pass“-ის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალი დადგენილების თანახმად, რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდება 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე.
„Green Pass“-ის ვალდებულება ძალაში რჩება, მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის. ასევე ძალაში რჩება აცრის ვალდებულება.
პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა 31 მარტს გაუქმდება. ყველა საგანგებო სტრუქტურას, როგორიცაა CTS და Covid-ის საგანგებო სიტუაციების კომისარიატი, 1-ლი აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროში გარდამავალ რეჟიმში მოქმედი ოპერატიული განყოფილება ჩაანაცვლებს, რომელიც ვაქცინაციის კამპანიას გააკონტოლებს.
სუპერ „Green Pass“-ის ვალდებულება 30 აპრილამდე ძალაში რჩება დახურულ სივრცეში - კვების ობიექტებზე, გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საცურაო აუზებზე, დისკოთეკებზე, კონგრესებზე, კულტურულ და სოციალურ ცენტრებში, საჯარო და სპორტულ ღონისძიებებზე.
„Green Pass di base“-ს წარდგენის ვალდებულება ძალაში რჩება 30 აპრილამდე სასადილოებში, საჯარო კონკურსებში, ციხეში, ტაქსიში და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში.
აპრილის დასაწყისიდან იტალიის თეთრ, ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ზონებად დაყოფა დასრულდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ტრანსპორტი უფასო იქნება
📌 იტალიაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!
📌 გადაცემა "ნინას ესპრესოს" სტუმარი - ემიგრანტი ჟურნალისტი მაია ხომერიკი
📌 რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი იტალიელებს აშინებს - სად არის ბუნკერები იტალიაში
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































